დახურვა
სტილი
22.05.2023

„ემიგრანტების იმედი", შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც სიხარულიძე წერს, ბათუმში, 24 წლის გიორგი პაქსაძე გარდაიცვალა.

„გლოვობს ბათუმი, მიწამ როგორ უნდა მიგიღოს... მზე სიკეთის ბიჭი გაგვიფრინდა. გლოვობს ბათუმი 24 წლის გიორგი პაქსაძეს.

დავმუნჯდი მე... ხალხო, ისეთი საცოდაობა ტრიალებს, ცრემლებით, გაცრეცილი, სასოწარკვეთილი სახეებით ჯერ ვერდაჯერებული და ვერგააზრებული ტრაგედიითა და ტკივილით სავსეები. შეძრული, თავზარდაცემული ვარ და ვერ გამიგია რა ვქნა, ან აზრი აქვს ამას რომ ვწერ...

სიტყვებია ზედმეტია ისეთი ტკივილიაა. სისხლი გამეყინა ძარღვებში, გული მტკივა, სული მეწვის! იმდენად დიდი ტრაგედია მოხდა, რომ დავმუნჯდი მე... სული მაქვს დამძიმებული... უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი! ტრაგედიას რომელსაც სახელი არ ააქვს... ეს რა ცრემლ-ცეცხლი ტრიალებს, ენა ვერ აღწერს.. ძნელია ყოველივეს ენით აღწერა და გადმოცემა, შოკირებულები თვალებიდან ცრემლი ნაკადულებად სდით... განა ადვილია საკუთარი ხორცის ნაწილის, საკუთარი სისხლის დაკარგვა, გამიგონია ბრძენთაგან: „მშობელმკვდარი ბავშვისთვის კაცობრიობას „ობოლი" შეურქმევია, მეუღლეგარდაცვლილისთვის - „ქვრივი", მაგრამ შვილმკვდარი მშობლისთვის ჯერ კაცობრიობას სახელი არ შეურქმევია, იმდენად დიდია ამ კანონზომიერების რღვევის განაჩენი." მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა.

"შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.

24 წლის ასეთი ახალგაზრდა პატარა დროა ბედნიერებისთვის.... ალბათ განგებამ შენთვის მეტი ვერ გაიმეტა... მეხის გავარდნას ჰგავს შენი უეცარი გარდაცვალება. მუდმივად კეთილშობილური განწყობის გამომსახველი თვალები, მუდამ ღიმილიანი სახე, მორიდებული ყველას მიმართ, წყნარი და მოკრძალებული. შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო, სიცოცხლეს შეჰხაროდი, ყველასგან სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი. ასე იცხოვრე 24 წელი... ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? ყველაზე ზრუნავდი ცრემლით და დიდი ტკივილით უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი ღიმილი და ტკბილი საუბარი.

ხალხო, ასეთ შვილს მიწაში რომ ჩადებს ის დედა და მამა რანაირად უნდა ანუგეშო, რით უნდა დაამშვიდოოო...

ეს არის ტკივილი, რომელსაც არც სახელი აქვს, არც საწყისი და არც დასასრული, ტკივილი, რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება. ვზივარ თავზარდაცემული, გაყინული, იმ ტკივილს განვიცდი, რომელმაც წაართვა ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი და ბედნიერი შვილი დედას და მამას. სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები, ეს ანგელოზები... ალბათ იქ, სადაც არ არსებობს დრო, იქ, სადაც მარადიული სიცოცხლეა, იქ, სადაც ბევრი ჩვენიანია... გულში ჩაგიკრავენ, მოგიშუშებენ შენს ნაიარევს.

დედამიწაზე ამ ნაიარევს არცეთი წამალი არ შველის...

გამოინახება რაიმე სანუგეშებელი სიტყვები შენი დედისთვის?" - წერს შოთო სიხარულიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×