დახურვა
სტილი
26.12.2023

იმერეთში, წლინახევრის ბავშვს, რომელსაც ლობიო გადასცდა და დაიღუპა, ახლობლები ემშვიდობებიან.

არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი თავდაპირველად ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, გულის ამუშავების შემდეგ, სხვა კლინიკაში გადაყვანისას, გზაში დაიღუპა. 

„გავნადგურდით პაციენტებიც და ექიმებიც... იბრძოლეს და ვერ გადაარჩინეს...“ - წერს სოციალურ ქსელში თვითმხილველი.

„არასდროს მოგვირჩება, რა დარტყმა და ტკივილი მოგვაყენე ...  სამარადისო ანგელოზთა ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროს ღმერთმა, ჩემო თბილო ანგელოზო,“ - წერს ოჯახის ახლობელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×