დახურვა
სტილი
13.01.2024

გაზრდილი მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში და ვირუსების მომატებული შემთხვევები საქართველოში - ქვეყანაში ამ ეტაპზე, ძირითადად, „ა" ტიპის ვირუსი ცირკულირებს, თუმცა პაციენტები სამედიცინო დაწესებულებებს სხვა ვირუსული ინფექციებითაც აკითხავენ.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ, შემთხვევები კიდევ უფრო გაიზრდება, ამიტომ მოსახლეობას რეკომენდაციების შესრულებას ურჩევენ.

„გრიპს ახასიათებს მწვავე მიმდინარეობა, ეს არის ძირითადად ცხელებით დასაწყისი, მშრალი ხველა, ყელის ტკივილი, შესაძლოა იყოს სახსრების, კუნთების ტკივილი. სიმპტომები 5-იდან 7 დღემდე ხანგრძლივდება. რთულ შემთხვევებში შესაძლოა გაგრძელდეს 2 კვირამდე. რისკჯგუფში არიან ასაკოვანი, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები და მცირეწლოვანი ბავშვები. ამიტომ, ასეთ კატეგორიაში თუ გრიპი დადასტურდება, მნიშვნელოვანია დროულად მიმართონ ექიმს", - აცხადებს ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×