დახურვა
სტილი
20.01.2024

გასულ სექტემბერს საქართველოში "დინამო არენაზე", ცნობილი ამერიკელი მუსიკოსის, ბრუნო მარსის კონცერტი გაიმართა. საღამო Black Sea Arena-ს ორგანიზებით ჩატარდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, ბრუნოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სიმღერაზე არაერთ გოგოს სთხოვეს ხელი. ბრუნო მარსის მიერ 2010 წელს გამოშვებულ ჰიტზე, სახელწოდებით Marry You, უამრავი ოჯახი შეიქმნა და ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება. გამონაკლისი კი, ცხადია, არც თბილისში გამართული კონცერტი იყო.

სწორედ ამ სიმღერის შესრულებისას სთხოვა ხელი "სუხიშვილების" უმშვენიერეს სოლისტს, ელენე ჩიტიშვილს, რჩეულმა. კადრები სოციალურ ქსელში ელენეს მეგობარმა, ასევე მოცეკვავე მარიამ მათიაშვილმა გაავრცელა: "და ჩემმა მეგობარმა თქვა კი" - დაწერა მან.

ელენე ჩიტიშვილი უკვე არაერთი წელია, ქართული ეროვნული ბალეტის წევრია. მისი რჩეული კი ოთარ ლასხიშვილია, რომელიც თავისუფალი თეატრის მსახიობია და არაერთ ქართულ სერიალშიც მიუღია მონაწილეობა. ბოლო დროს ის ტელეეკრანზეც ხშირად ჩანდა, როცა ერთ-ერთ პოპულარულ კულინარიულ შოუში იღებდა მონაწილეობას. წყვილის ვიდეომ სოციალურ ქსელში დიდი მოწონება და უამრავი მილოცვა დაიმსახურა. ამჯერად კი ისინი ულამაზეს კადრებს გუდაურიდან აქვეყნებენ. დღეს მათი ქორწილის დღეა და ელენე და ოთო ბედნიერ მომენტებს სოციალურ ქსელშიც აზიარებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×