დახურვა
სტილი
01.02.2024

„კავკასიის უნივერსიტეტის" პრეზიდენტმა, „შავი ზღვის უნივერსიტეტის" მფლობელმა, კახა შენგელიამ, bmg-თან ინტერვიუში საბაკალავრო პროგრამების ხანგრძლივობის შესახებ ისაუბრა.

„ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც დავიწყეთ 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამები რიგ მიმართულებებზე. დღეს უკვე გვაქვს ეს ვადა ბიზნესში, IT-სა და ტურიზმში. როგორც ჩანს, ეს მაგალითი დადებითი იმპულსი გახდა. გადაწყვეტილება მიღებულია ჩვენი განათლების სამინისტროს მიერ, რომ ეს მოხდეს პირველ რიგში ბიზნესს მიმართულებებში და შემდეგ უკვე ამას დაემატება დიდი ალბათობით ტურიზმი.

ყველა პროგრამაზე ეს ვერ გავრცელდება, მაგრამ ბიზნეს სკოლის გადასვლა კონკურენციას გაზრდის. გვექნება საშუალება, მოვიზიდოთ უცხოელი სტუდენტები ტურიზმის და სხვა მიმართულებებიდან, რადგან ბევრი ევროპის უნივერსიტეტი უკვე 3-წლიან განათლებაზე არის გადასული.

ვადის შემცირება მაგისტრატურაზეც იგეგმება, თუმცა ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. კარგი იქნება 1 ან 1,5 წლიანი რომ გახდეს, ესეც საშუალებას მოგვცემს უფრო მეტი უცხოელი ჩამოვიდეს საქართველოში", - თქვა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×