ინტერნეტ-პორტალი
www.stily.ge
 
;
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაციის კომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება, გამოყენება, გავრცელება ან გადაბეჭვდა აკრძალულია.
1
|
|
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონში გაკეთდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, აბონენტებს სარეკლამო SMS-ებს თანხმობის გარეშე ვეღარ გაუგზავნიან. ცვლილება ძალაში 1-ელი მარტიდან შევა.ახალი კანონის კანონის მე-13 მუხლის მიხედვით, აბონენტის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანიებს ევალებათ, შეწყვიტონ SMS შეტყობინებების გაგზავნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, აბონენტის საჩივრის საფუძველზე, კომპანიას დაეკისრება ჯარიმები 1000 ლარის ოდენობით, ხოლო დამამძიმებელი გარემოების გამოვლენის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა 4 000 ლარამდე გაიზრდება. პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნისთვის ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საშუალება მარტივი უნდა იყოს. ამასთანავე, მონაცემთა სუბიექტს უნდა მიეცეს მკაფიო და ადვილად აღსაქმელი მითითება ამ საშუალების გამოყენების შესახებ. დაუშვებელია, მონაცემთა სუბიექტის მიერ თანხმობის გამოხმობის უფლების განსახორციელებლად დაწესებულ იქნეს საფასური ან სხვა შეზღუდვა. პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებისას მონაცემთა სუბიექტის თანხმობის არსებობის, უარის თქმის საშუალების სიმარტივის, მისი გამოყენების შესახებ მითითების ადვილად აღქმადობის, ხელმისაწვდომობისა და ადეკვატურობის მტკიცების ტვირთი ეკისრება დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს.დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მონაცემთა სუბიექტის მიერ მის შესახებ მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობის მიცემისა და თანხმობის გამოხმობის დრო და ფაქტი აღრიცხოს და შეინახოს პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების ვადით და პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში", - ჩაიწერა საქართველოს კანონში. როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონშია აღნიშნული, 2024 წლის 1-ელ მარტამდე პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
|