ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს და ტემპერატურაც მოიმატებს. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრო-მეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა. მისი პროგნოზით, ამ დღეებში ტემპერატურა 20 გრადუსამდე გაიზრდება
„დღეს შენარჩუნდება ამინდის არახელსაყრელი პირობები ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე.
დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი ქროდა, რამაც პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას. გზების ბევრ მონაკვეთზე შეზღუდვებია, ქარბუქია, შეზღუდული ხილვადობა, რთულია გადაადგილება.
ძირითადად მთებში, შიდა ქართლში, გორში თოვს ინტენსიურად, ასევე თელავში და კახეთის კიდევ რამდენიმე რეგიონში, რის გამოც გომბორის მონაკვეთზე შეიზღუდა მოძრაობა. ქართლსა და კოლხეთის დაბლობზე უფრო წვიმაა. შერეული ნალექია მთელ საქართველოში, წვიმა, თოვლჭყაპი და თოვლი.
უამინდობა შენარჩუნდება ხვალ დილამდე, ხვალ უკვე დღის მეორე ნახვრიდან გამოიდარებს მთელ საქართველოში და ტემპერატურაც მოიმატებს. ხვალ უკვე დასავლეთ საქართველოს დაბლობში 17 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, 14 გრადუსამდე.
ზეგიდან კიდევ უფრო მოიმატებს ტემპერატურა, დასავლეთ საქართველოში 18 გრადუსამდე, აღმოსავლეთში 15-მდე. 10-11 თებერვლისთვის დასავლეთ საქართველოში შესაძლოა, ტემპერატურამ 20 გრადუსსაც გადააჭარბოს, აღმოსავლეთ საქართველოში 20 გრადუსამდე ველოდებით ტემპერატურის მომატებას. ასეთია უახლოესი დღეების პროგნოზი.