
როინ ქოჩორაშვილი არის ნაცი - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე საფეხბურთო ნაკრების წევრის, გიორგი ქოჩორაშვილის მამაზე საუბრისას - "გახარიას პარტიის წარმომადგენელია, რატომ გიკვირთ?..." - თქვა თბილისის მერმა როინ ქოჩორაშვილზე.
შეგახსენებთ, გიორგი ქოჩორაშვილმა გუშინ, ე.წ. თავისუფლების მარშიდან ფოტო გამოაქვეყნა - ბავშვი ევროკავშირის დროშით ხელში.
პოზიციის დაფიქსირებიდან მალევე, გიორგი ქოჩორაშვილის "ინსტაგრამ" ანგარიში გაქრა, თუმცაიგივე ფოტო ფეხბურთელის მამამ, როინ ქოჩორაშვილმა "ფეისბუქზე" გაავრცელა, შემდეგ კი დაწერა:
"საქართველოს გზა ევროპაშია!!!...
ძალიან ბევრი ჟურნალისტი რეკავს, ბოდიში რომ არ გპასუხობთ, ჩვენი პოზიცია აქ დაფიქსირებულია, ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს, პოზიცია შეუცვლელია!"