დახურვა
სტილი
07.05.2024

მაშველებმა სვანეთში, მდინარე ნაკრაში, დაკარგული მესამე მოზარდის, 18 წლის საბა გვარმიანის ცხედარი იპოვეს. მას და კიდევ ორ ახალგაზრდას მაშველები 6 დღე ეძებდნენ...

„ნუ იტყვით ჩემზე ცუდს იქ, სადაც მე არ ვარ!...", - წერდა ფეისბუკის უკანასკნელ პოსტში საბა გვარმიანი.

იქამდე მდინარე ნაკრაში, პატარა ჰესის მიმდებარედ, დილითვე მიაგნეს 14 წლის გიორგი ვიბლიანის ცხედარსაც, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.

შეგახსენებთ, რომ 2 მაისს 3 მოზარდი სოფელ ჭუბერიდან ნაკრაში ბრუნდებოდა, რა დროსაც ავარიაში მოყვნენ და მდინარეში გადაცვივდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×