დახურვა
სტილი
14.05.2024

სვანეთში ტრაგიკულად დაღუპული 3 მოზარდიდან, ერთს დღეს დაკრძალავენ. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი ავრცელებს.

ცნობისთვის, 2 მაისს, გვიან ღამით, სვანეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 3 მოზარდი სოფელ ნაკრასთან ენგურის ხეობაში, ამავე სახელწოდების მდინარეში, მანქანით გადაცვივდნენ. ისინი სოფელ ჭუბერიდან, შინ სოფელ ნაკრაში ბრუნდებოდნენ, უამინდობის გამო ავტომობილი მოცურდა და მდინარეში გადავარდა. სამძებრო სამუშაოები რამდენიმე დღე მიმდინარეობდა, საბოლოოდ სამივე მათგანის ცხედარი იპოვეს.

„დღეს ყველა დაგემშვიდობებით ჩემო კეთილშობილო ვაჟკაცო. ძალიან ძნელია რეალობასთან შეგუება, გვტკივა უშენობა...

ჩვენო ცისთვალავ, მუდამ იქნები ჩვენს გულსა და გონებაში, თბილი, პოზიტიური და ძალიან საყვარელი. მინდა ბევრი რამ გითხრა, მაგრამ ტკივილისაგან სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, გეფერები, გემშვიდობები ჩემო ლამაზო ვაჟკაცო", - წერს ოჯახის ახლობელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×