დახურვა
სტილი
25.05.2023

მოცეკვავე მზია ორველაშვილი ამბობს, რომ მცირე ხნის წინ ფოკას მამატა მონასტერში წავიდა, სადაც სანთლები დაანთო და ღმერთს შესთხოვა, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი დალაგებულიყო. ამის შემდეგ, როგორც მზია ამბობს, მან ძალიან მიმზიდველი წინადადება მიიღო:

„ტაძრიდან გამოსვლისთანავე მეგობარმა, დიმამ დამირეკა, სიურპრიზს გიკეთებო. კამერა ჩამირთო, ნახე სად ვარო. თურმე უკვე საქართველოში, წინანდალში თავის საქმეებზე იყო. მითხრა, შევხვდეთ, შენთან ძალიან მაგარი შემოთავაზება მაქვს. ის წლების წინ ბელარუსში გავიცანი. მეგობრის ნახვამ ისე გამახარა, რომ არც მახსოვდა, შემოთავაზების შესახებ რომ უნდა ეთქვა. მოკლედ მითხრა, მეგობართან ერთად სამშენებლო კომპანია გავაკეთე და გვინდა, საქართველოს ფილიალის დირექტორი შენ იყოო. იცი, როგორ გამიხარდა?! თითქოს ფრთები შემესხა. დავიჯერე, რომ სასწაულები ნამდვილად ხდება. არასოდეს უნდა თქვა არასოდეს. ღმერთის იმედი მაქვს, რადგან ტაძრიდან გამოვედი თუ არა, იმწამსვე სატელეფონო ზარი გაისმა.

ფინანსური ანალიზი ძალიან მიყვარს. ეს სფერო ყოველთვის მაინტერესებდა. თავისთავად, დამატებითი კურსები გავიარე. რთულია, დირექტორის სტატუსით ამ საქმეს გაუძღვე. ყველაფერი უნდა დაუკვირდე. რაც არ ვიცი, ვსწავლობ. ყველა ძალიან კმაყოფილია..." - ამბობს მზია ორველაშვილი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×