დახურვა
სტილი
10.06.2021

წარმოშობით ქართველმა ვარსკვლავმა გრიგორი ლეფსმა რუსი ჟურნალისტი საჯაროდ გალანძღა - სკანდალი მოსკოვურ წვეულებაზე

რუსეთში მოღვაწე, წარმოშობით ქართველი მომღერალი გრიგორი ლეპსი (ლეფსვერიძე) მორიგ სკანდალში გაეხვა. მოსკოვში გამართულ ერთ-ერთ წვეულებაზე, როგორც თვითმხილველები ყვებიან, ჟურნალსტი ქალბატონი მასთან ძალიან გამომწვევად იქცეოდა. ჯერ ცდილობდა, ისეთი შეკითხვები დაესვა, რითაც მას შეურაცხყიფას მიაყენებდა, მერე კი ფლირტი დაუწყო.

ლეფსმა გადაწყვიტა, საჯაროდვე მიეჩინა მისთვის ადგილი და მოსთხოვა, დაეცვა სუბორდინაცია: "მე შენი მეგობარი არ ვარ და არც ქმარი. თავაზიანად მელაპარაკე", - მიმართა ჟურნალისტს. თუმცა ის არ მოეშვა და ლეფსმა უცენზუროდ დაუყვირა: "ძროხა, არ მომეკარო, გაეთრიე". 

ლეფსი მრავალშვილიანი მამაა. მას სამი გოგონა და ერთი ვაჟი ჰყავს. თუმცა, სხვა ცნობილი ვარსკვლავებისგან განსხვავებით, სოციალურ ქსელში საკუთარი შვილების ფოტოებს იშვიათად აქვეყნებს. შესაძლოა, წელიწადში ერთხელ, როცა რომელიმე ბავშვის დაბადების დღეა, მაშინ ატვირთოს.

მომღერლის თაყვანისმცემლებმა უკვე შეაფასეს ფოტო, სადაც ოთხი შვილიდან 3 ჩანს: 19 წლის ევა, 14 წლის ნიკოლი და 11 წლის ივანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×