დახურვა
სტილი
02.12.2021

ქრისტინე იმედაძის ცხოვრების სტილი და კარიერა არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. ქრისტინე ოფიციალურად მხოლოდ ერთხელ, ლაშა ჯაკობიაზე იყო დაქორწინებული. მათ ერთი შვილი, ტაისია ჰყავთ. ტაისია, დედის მსგავსად, სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ხშირად ჩნდება ქრისტინეს „ინსტაგრამზე“.

ქრისტინემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანდა, რომ კოვიდპასპორტის აღებისას უზუსტობას ჰქონდა ადგილი და შვილების გრაფაში, ტაისიასთან ერთად, კიდევ ერთი გოგონას სახელი ეწერა. მოგვიანებით კი ქრისტინემ ტაისიას ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის ამბობს, რომ თუ ქრისტინეს კიდევ ჰყავს სხვა შვილი, ისინი მზად არიან, მიიღონ და საკუთარ სახლში აცხოვრონ. სახალისო ვიდეოს სოციალურ ქსელში დადებითი შეფასებები მოჰყვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×