დახურვა
სტილი
07.04.2022

მომღერალი ეკა კვალიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ცოლიან მამაკაცებს მოუწოდებს, რომ მასთან ფლირტის გაბმისგან თავი შეიკავონ.

„ესენიც შემდეგნი, რომელთაც გავა@მევინე ჩემი გვერდიდან! ასე მოუწევს სხვებსაც, მაგრამ მანამდე დავდებ აქ! ყველას დასანახად, ამიტომ ვაფრთხილებ ყველა ასეთს, ზრდილობას მოუხმოს და წესიერად მოიქცნენ!ამათაც შევიტან სიებში, ის რაც ვთქვი ჯერ არ შემიტანია, მიემატება კიდევ ვინმე და შევიტან, მერწმუნეთ, მოგიგებთ და დ ა გ ა ჯ ა რ ი მ ე ბ თ!!! არც ერთ ქაჯს და გოიმს აქ არ გავაჩერებ! ახლა კი კაცების გასაგონად ვწერ, ნუ მეპადხოდებით პირადში, თან ურცხვად, ცოლ-შვილის და ქორწილის ფოტოებით მთავარზე, თქვენც გაჰყევით იმ გოიმებს, სანამ არ გამოგაჭენეთ! ოდნოკლასნიკი და გაცნობის ბიურო არ არის აქ. მეტი საქმე არ გაქვთ, წადი მოსავალი მოიყვანე, ცომი მოზილე, საქონელს თივა და ვენახს ფუნა დაუყარე, მე რას მომჩერებიხარ!ყველას გილოცავთ ხარებას, ყველა უგუნური გამოაჯანსაღოს უფალმა. მადლობა, ნახვამდის“, - წერს კვალიაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×