დახურვა
სტილი
19.07.2022

რამდენი ადამიანიც არის, იმდენი ისტორია დაიწერება. თუმცა, არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელთა ცხოვრება სავსეა რთული და მძიმე მოგონებებით. როგორც მსახიობი გიორგი ყიფშიძე ამბობს, ვერც ის ასცდა იმ პერიოდს.

„ჩვენს სახლში სტუმრები, იშლებოდა სუფრები... შევძვრებოდი მაგიდის ქვეშ, ფეხსაცმელების თვალიერება მიყვარდა, იქ ჩემი სამყარო მქონდა... (იცინის). არ დამავიწყდება, ერთ დღესაც მოვიდნენ სტუმრები, გაიშალა სუფრა, შევძვერი მაგიდის ქვეშ და არც ვაციე და არც ვაცხელე, ერთ-ერთ სტუმარს ფეხებშუა ჩანგალი გავუქანე და ვდრუზე. შიგ კვერცხებში მოხვდა, მაგრამ გადარჩა. ჯინსები ეცვა და ჩანგლის წვერები ბოლომდე არ გაატარა, თორემ კი დავტოვებდი უშვილოს. ახლაც ამბობს ის ადამიანი: დღემდე მხოლოდ ჯინსის შარვლებს ვიცვამ, ამან გადამარჩინა, თორემ კაცი არ ვიქნებოდიო. ხომ ასეთი ცელქი ვიყავი, მაგრამ, იმავდროულად მორცხვიც გახლდით. მაგალითად, მასწავლებელი დაფასთან რომ გამიძახებდა, გაკვეთილის მოყოლა მრცხვენოდა, არადა ვიცოდი. ვინ წარმოიდგენდა, რომ მე მსახიობი გამოვიდოდი?

მსჯიდნენ, მაგრამ არ მცემდნენ, უბრალოდ, მეჩხუბებოდნენ. ალბათ, მაინც მინდობდნენ გვარის გამგრძელებელს (იცინის). თუმცა, ერთადერთხელ, მამაჩემმა, ზურამ, სახეში ისე გამარტყა სილა, შორს გამიქნია და რომ მახსენდება, ახლაც მტკივა“ - ჰყვება გიორგი ყიფშიძე.

წყარო: ჟურნალი „თბილისელები“

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×