დახურვა
სტილი
20.07.2022

მომღერალი მეგი გოგიტიძე სოჭსა და მოსკოვში კონცერტებს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაცია მის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში ვრცელდება.

გამოქვეყნებული განრიგის მიხედვით, სოჭში კონცერტი 29 ივლისს არის დაგეგმილი, მოსკოვში კი 6 აგვისტოს.

გოგიტიძის კონცერტზე ბილეთის ფასი 1 500-დან 5 000 რუბლამდეა, რაც დაახლოებით, 80-დან 270 ლარამდეა.

კლუბმა Sector 26-მა მეგი გოგიტიძეს ბათუმში კონცერტი გაუუქმა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

„24 ივლისს დაგეგმილი ღონისძიება, სადაც უნდა ემღერა მეგი გოგიტიძეს გაუქმდა!

ამ დღის ახალი ღონისძიების დეტალებს მალე დავაანონსებთ!

მადლობა“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×