დახურვა
სტილი
23.07.2022

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი მეგი გოგიტიძე 6 აგვისტოს მოსკოვში სოლო კონცერტს გამართავს. ამის შესახებ ცნობილი მისი ინსტაგრამიდან ხდება.

გოგიტიძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა და საკუთარ მსმენელს მისი კონცერტის განრიგი აუწყა.

აღნიშნული ფაქტი სოციალურ ქსელში განკითხვის საგანი გახდა. მუსიკოსი მაია კაჭკაჭიშვილიც ერთ-ერთია, ვინც მეგი გოგიტიძესთან დაკავშირებით საკუთარი აზრი დააფიქსირა.

„რაც ჩვენ არ ვიცით იმდენი ქართველია რუსეთში, ვერც დავითვლით და რატომ ატყდა მეგი გოგიტიძეზე ეს ამბავი? ისეთი საამაყო ქართველი მუსიკოსია, რომ დაგენანათ რუსეთისთვის? მე, მაგალითად, მის გამოსვლებს მუსიკად ვერც აღვიქვამ და და შესაბამისად არც მაინტერესებს სად გამოვა და სად იშოვის ფულს! სიმართლე ისაა, რომ ჩვენ გვიყვარს ლინჩის წესი და არ აქვს მნიშვნელობა ვის დავუშენთ. ზოგი არ ღირს დამიჯერეთ …

PS: აი, მაგალითად ბექა გოჩიაშვილმა რომ დაუკრას მოსკოვში სული ამეწვება, კი ბატონო “, - წერს მაია კაჭკაჭიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×