დახურვა
სტილი
26.07.2022

  

პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია და ბიზნესმენი სანდრო შელია ერთმანეთს დაშორდნენ. ამის შესახებ სანდრომ სოციალურ ქსელში თავად დაწერა, თუმცა წყვილის მიმართ ინტერესი არ ნელდება და თათიას ყოფილ ქმარზე ხშირად ეკითხებიან.

ამჯერად შარანგია პოსტს „ინსტაგრამზე“ წერს:

„უამრავი კითხვა მოდის სანდროსთან დაკავშირებით. სანდრო არის ჩემი ცხოვრების ყველაზე ახლო ადამიანი, ჩემი ბიჭების მამა. მისი მადლობელი ვიქნები მთელი ცხოვრება იმ არაჩვეულებრივი 10 წლისთვის, რაც ერთად გავიარეთ. ვრჩებით არაჩვეულებრივ მეგობრებად და ერთმანეთის უპირობო მხარდამჭერებად. რაც მთავარია, ეს გვერდში დგომა, რასაც 

ერთმანეთს ვპირდებით, არასოდეს იქნება ცარიელი სიტყვები. ერთმანეთის სიტყვის ფასი ორივემ კარგად ვიცით, მომავალი ჩვენს ხელშია. თითოეული ჩვენგანის ხელშია და ის სასიამოვნო მოულოდნელობებით არის სავსე“ - წერს ის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×