დახურვა
სტილი
22.02.2023

ემიგრანტების იმედი შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ 2 წლის პატარა ალექსანდრე გარდაიცვალა:

„პატარა სასახლეში როგორი შესახედი იქნები ნეტავი? მომიკლეს ჩემი ანგელოზი, კიდევ ერთი ანგელოზი შეეწირა ქართველი ექიმების უცოდინრობას და უყურადღებობას!

რა ქვეყანაში ვცხოვრობთ? ერთი კვირაა ალექსანდრეს გადარჩენას ცდილობდნენ მედიკალ პარკის თურქი ექიმები.მაგრამ ვერ უშველეს. პატარა გული გაუჩერდა ჩემს პატარა ჩემპიონს და ვეღარ აუმუშავეს.

გითანაგრძნობთ, პირველ რიგში, დედ-მამას. როცა გტკივა, ტკივილის მიღმა სხვა არაფრის დანახვა არ გინდათ… როცა ტკივილი სულს გიღრღნის, გძულს მთელი სამყარო… სიცოცხლე გაგიმწარდა დაგიმახინჯდა…. უცხონი ხდებიან ადამიანები… როცა გტკივა, უსაშველობამდე შვილი… არაფერიც არ შეიცვლება უკეთესობისკენ… 

ვუსამძიმრებ ოჯახს ამ უმძიმეს ტრაგედიას, არ ვიცი სიტყვები არ მყოფნის რა დავწერო… ნეტა ეს ყველაფერი არ გამეგო შოკირებული ვარ…..

არ ვიცი რას ამბობენ ასეთ დროს თუ კი შეიძლება რამე ითქვას საერთოდ……

გული დამეწვა, სული გამიმწარდა ისეთი საცოდაობა ტრიალებს, ცრემლებით, გაცრეცილი, სასოწარკვეთილი სახეებით ჯერ ვერდაჯერებული და ვერგააზრებული ტრაგედიითა და ტკივილით სავსეები. შეძრული, თავზარდაცემული ვარ და ვერ გამიგია რა ვქნა, ან აზრი აქვს ამას რომ ვწერ...

“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს პატარა უმანკო ანგელოზის ლამაზი სული.

გთხოვთ ლოცვებში მოიხსნიოთ, ახლადშესვენებული ალექსანდრე.

ღმერთმა მისცეს მის დედა-მამას გამძლეობა, ამ ტკივილს გაუძლოს... როგორ იტანჯე…. მშვიდათ განისვენე, უკვე უფალთან ხარ… მისი სული ავიდა ანგელოზთა დასში.

უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი.

პ.ს. მომიკლეს ჩემი ანგელოზი. კიდევ ერთი ანგელოზი შეეწირა ქართველი ექიმების უცოდინრობას და უყურადღებობას!

რა ქვეყანაში ვცხოვრობთ? ერთი კვირაა ალექსანდრეს გადარჩენას ცდილობდნენ მედიკალ პარკის თურქი ექიმები.მაგრამ ვერ უშველეს. პატარა გული გაუჩერდა ჩემს პატარა ჩემპიონს და ვეღარ აუმუშავეს“, - წერს შოტო სიხარულიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×