დახურვა
სტილი
27.03.2023

POSTV-ის ხელმძღვანელს, შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს. მირანდა ძირკვაძის განცხადებით, ტელეკომპანიაში სამსახურის დაწყების მიზნით, 2022 წელს მივიდა და CV-ის შევსება სურდა.

როგორც იგი სოციალურ ქსელში წერს, შალვა რამიშვილი ამ დროს სხვა პირებთან ერთად იყო, შეხვედრა შეწყვიტა და კაბინეტში შევიდა, რომ მას გასაუბრებოდა.

„ჩემი მოთხოვნა იყო იმ მომენტში მხოლოდ სტაჟირება, სტაჟირება დამეწყო. როცა შევედი კაბინეტში და დავჯექი, რა თქმა უნდა, დავიწყე საკუთარი ბიოგრაფიის მოყოლა, ვუთხარი, რომ ესა და ეს ვარ, ბათუმიდან, ასეთი პრობლემით.

მეკითხებოდა „ტიკტოკი" თუ მქონდა, Facebook თუ მქონდა, მეკითხებოდა, რომ ბათუმიდან რომ ჩავიდოდი თბილისში ვიღაც ხომ მჭირდებოდა ისეთი, ვინც მომხედავდა, მიპატრონებდა და ასე შემდეგ, პასუხი იყო, რომ მე ოჯახი მყავს, რომელიც გვერდში დამიდგება. გასაუბრებიდან უკვე ვიცოდი, რომ მისი საუბარი სხვაგან წავიდა" - უთხრა „მთავარ არხს" მირანდა ძირკვაძემ.

მან სოციალურ ქსელში გაავრცელა შალვა რამიშვილთან მიმოწერის ფოტოებიც - „გესექსუალურები თქო, როგორც მე - შენ, შენ - მე. კარგი როგორც მამაკაცი? მითხარი სიმართლე, არ მოიტყუო, როგორცაა ისე თქვი."

„ძალიან მტკივა ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანაში ქალები შესაბამისად არ არიან დაცულები ასეთი ფაქტებისგან. არ გაბედო შალვა და ამ გოგონას ცილისმწამებელი უწოდო !!!!!!" - წერს მირანდა ძირკვაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×