დახურვა
სტილი
01.04.2023

დაიჭირეს კაცი, რო­მელ­მაც "ამ­ბა­სა­დო­რის" ერთ-ერთ ნო­მერ­ში ხან­ძა­რი გა­ა­ჩი­ნა. და­კა­ვე­ბუ­ლი სწო­რედ ის პი­როვ­ნე­ბა აღმოჩნდა, რომ­ლის კად­რე­ბიც გუ­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბო­და. კად­რებ­ში ჩან­და ნა­ხევ­რად შიშ­ვე­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ხან­ძრის შემ­დეგ ცდი­ლობ­და, სას­ტუმ­რო და­ე­ტო­ვე­ბი­ნა.

სას­ტუმ­რო "ამ­ბა­სა­დორ­ში“ ხან­ძა­რი გუ­შინ და­ახ­ლო­ე­ბით 18:00 სა­ათ­ზე გაჩ­ნდა, რის შე­დე­გა­დაც შე­ნო­ბის მე­სა­მე სარ­თუ­ლი მთლი­ა­ნად გა­ნად­გურ­და. ად­გილ­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის 16 სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ეკი­პა­ჟი მუ­შა­ობ­და.

ინ­ფორ­მა­ცი­ა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომაც გაავ­რცე­ლა:

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ძვე­ლი თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ლ. ცე­ცხლის წა­კი­დე­ბით ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბის ან გა­ნად­გუ­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 3-დან 5 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ თბი­ლის­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო "ამ­ბა­სა­დო­რის" ერთ-ერთ ნო­მერ­ში მყოფ­მა სტუ­მარ­მა გა­ა­ჩი­ნა ხან­ძა­რი, რო­მე­ლიც გავ­რცელ­და სას­ტუმ­როს მე­სა­მე და მე­ო­თხე სარ­თულ­ზე.

შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე ად­გილ­ზე გა­მო­ცხად­დნენ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი და მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც და­ი­წყეს ხან­ძრის ქრო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის 187-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ცე­ცხლის წა­კი­დე­ბით ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბას ან გა­ნად­გუ­რე­ბას გუ­ლის­ხმობს" - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×