დახურვა
სტილი
19.04.2023

„ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ის გარდაიცვალა, სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„არ გარდაცვლილა სიხარულიძე! ამწუთას ვიმყოფები ბაღდათში, ემიგრანტის ნინო ტაბეშაძის ოჯახში! ცოცხალი ვარ და კარგად ვარ! ვიღაცები ერთობიან და ნუ აჰყვებით და მით უმეტეს, ნუ წერთ სხვებს და უგზავნით მეგობრებს!

ხალხო, მე მყავს მეგობრები, ახლობლები, ნათესავები, ოჯახის წევრები და ნუ ანერვიულებთ ამ ადამიანებს. რაღაცას რომ ნახავთ, ნუ უგზავნით და მით უმეტეს ნუ ურეკავთ!!!! ყველას თავის წილ ბედნიერებას აძლევს უფალი. მე გტოვებთ ბოროტებს მაგ თქვენ უაზრო ჭაობში, სადაც არც სიყვარული, არც ბედნიერება და არც მომავლის იმედია...

მე კიდევ ჩემს გზას გავუყვები უთქვენოდ, ჩემს გზას კეთილ ხალხთან ერთად სადაც ბედნიერების ფერებია, სადაც ცხოვრება ლამაზია, სადაც დიდი მიზანია და რაც მთავარია გზის ბოლოს დიდი სიყვარული და ბევრი ბედნიერებაა.

ყველანი სათითაოდ დაისჯებით. ყველა ბოღმასა და ტყულზე გაგებინებთ პასუხს. გწამთ ღმერთის თუ არა, ბოღმაც, შხამიც და ტყუილიც მატერიალიზდება და ამიტომ აუცილებლად მოგიბრუნდებათ.

უკვე დაიწყო ეგ პროცესი, უბრალოდ იხტიბარს არ იტეხთ.

მოვა დრო და უკვე ისე მწარედ მოგვხდებათ ცხვირპირში, აღარ გამოგივათ არშემჩნევა.

მე პირადად გპირდებით, რომ არასოდეს შემეცოდებით. ყველამ უნდა ზღოს დამსახურებისდა მიხედვით!!!“ - წერს შოთო სიხარულიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×