დახურვა
სტილი
19.04.2023

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქართველებმა ამერიკელებს საკუთარი Idol-ის არჩევა უნდა აცადონ და ზედმეტი აქტიურობა მომღერალ, ნუცა ბუზალაძესთან დაკავშირებით საჭირო არ არის.

"ამერიკელებს რომ ვაცადოთ საკუთარი Idol-ის არჩევა არ გამოვა? გიწერთ, ის აპლიკაციები, თქვენი რეგიონისთვის არ არისო ეს კენჭისყრა, იმიტომ რომ თავისას ირჩევენ ხალხო, თავისას, თქვენსას კი არა. თვითონ ვინც მოეწონებათ ის უნდა აირჩიონ. აბა VPN-ები და აბა ლოკაციების გათიშვა და რჩევები და გარჩევები, როგორ მოვატყუოთ აპლიკაცია კარგი საქმე გგონიათ? ტვინი გაიბურღა ძალიან", - წერს ჯანგირაშვილი.

ცნობისთვის, ქართველი მომღერალი, ნუცა ბუზალაძე ამერიკული Idol-ის კონკურსის ნახევარინალისტია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×