დახურვა
სტილი
31.05.2021

უფლებადამცველი ბაია პატარაია ნეკა დოროყაშვილისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის გარშემო ახალ ინფორმაციას სოციალური ქსელის მეშვეობით აქვეყნებს.

მისი თქმით, დოროყაშვილის საძინებელში კამერა იყო ჩართული და ამიტომ ნეკას უტყუარი მტკიცებულებები უჭირავს ხელში, რომ საკუთარი უფლებები დაიცვას.

„ბასილაშვილების ოჯახმა რა ჯოჯოხეთი გამოატარა ნეკას, ბოლო სასამართლო სხდომიდანაც ჩანს:

თავზე საჭმლის დასხმა, მუდმივი კონტროლი (საძინებელში ჩართული ვიდეოთვალით), ახალნამშობიარების გიჟად შერაცხვით და სხვა.

ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ადასტურებს ტანჯვას, რასაც მსხვერპლი განიცდიდა უშუალოდ ნიკას მხრიდან (სასამართლოზე ექსპერტის დაკითხვის ინფოს კომენტარში ჩავაგდებ).

ეს ქალი 

ჯერ ამ ოჯახმა დატანჯა და მერე ბასილაშვილის აჟიტირებულმა ფანებმა გადაჯეგეს. ბოლოს როცა ვესაუბრე ნეკას, მითხრა, რომ აუცილებლად დაამტკიცებდა საკუთარ სიმართლეს, რადგან ამ ქვეყანაში ცხოვრების გაგრძელება სურდა.

რა უსაფუძვლოდ სჯერათ ვარსკვლავის და როგორ იმეტებენ მსხვერპლ ქალს, რომელსაც სასამართლოს ორდერები და ექსპერტიზის დასკვნები უჭირავს ხელში“, - წერს ბაია პატარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×