დახურვა
სტილი
08.06.2023

"ბავშვისთვის წამალზე ჩავედი აფთიაქში. ჩემ წინ ჯიპი მიდიოდა. არ ვიცი მამაკაცი მართავდა თუ ქალი, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. გზაზე კატამ გადაურბინა და ეს ისეთი სიჩქარით მიდიოდა, რომ გადაუარა. გაიარა, ავარიული აანთო, მიაყენა. მეც გავჩერდი და გადავაყენე მანქანა. გადმოვედი მანქანიდან, საბარგულში მუყაოს ნაჭერი მეგულებოდა და ვიფიქრე მისი დახმარებით ავიყვანდი ამ საწყალს. ისიც ვიფიქრე, რომ იმ ჯიპის მძღოლიც გადმოვიდოდა მანქანიდან. ვიფიქრე, ალბათ განიცადა ის, რომ ეს კატა გასრისა. მაგრამ ძალიან გულუბრყვილო ვარ ეტყობა - რამდენიმე წამში დუბრუნდა თავის უდარდელ ცხოვრებას, გამორთო ავარიული, დაძრა მანქანა, აუჩქარა სვლას და მიიმალა. ეს კატა ჯერ კიდევ აგონიაში იყო. რაღაც სასწაული ჭირდა. ზემო ბახტრიონზე, ფანასკერტელზე პატარა საცობი შეიქმნა ამის გამო. მომადგა მანქანა, საჭესთან ახალგაზრდა გოგო ზის. უყურებს გზაზე გასრესილ კატას, მერე მე მიყურებს. უყურებს კატას. მერე ისევ მე მიყურებს. მეთქი გვერდი აუარეთ-მეთქი. გადავუაროო?! - აღშფოთებული სახით მკითხა მან. კი არ გადაუაროთ, გვერდი აუარეთ-მეთქი, სანამ ამ მუყაოს ყუთში ჩავსვამთქო. რა ქნა? გადაურა ზემოდან! დაასვა საკონტროლო. ნეკნების ტეხვის ხმა მესმოდა. ხოდა, პატივცემულო საზოგადოება, მართლა გულწრფელად გეკითხებით - ასე და ამდენად როგორ გამოშტერდა ხალხი? როდის გახდნენ ასეთი გულქვა და ცივსისხლიანი მკვლელები? თუ კატა არ ითვლება?", - წერს კალატოზიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×