დახურვა
სტილი
15.06.2023

მსახიობი - გიორგი ვარდოსანიძე მეუღლესთან - მარიამ უშვერიძესთან ერთად გადაცემა „მხოლოდ ლელასთან" სტუმრები გახლდათ.

ვარდოსანიძე სწორედ აღნიშნულ გადაცემაში სტუმრობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელის მეშვეობით უფლებადამცველ, ნიკოლოზ მჟავანაძეს მიმართავს. გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ვარდოსანიძე ამბობს, რომ მჟავანაძე სატელევიზიო გადაცემაში მასზე ქილიკობს. „ვიღაცა ნიკოლოზ მჟავანაძე, სადღაც გადაცემაში ზის და ჩართული აქვს გადაცემა, სადაც მე და ჩემი მეუღლე ვართ მისული... მორალისტობს ჩვენს შესახებ, თურმე მოკლე კაბა როგორ მაცვია, რა ამორალური წყვილი ვართ და ასე შემდეგ... ვურეკავ და მითიშავს. თუ ვინმემ იცის სად არის, მომწერეთ... ერთი ვინ არის ამორალური, მოგძებნი და განახვებ, ძაან მალე თან..." - ამბობდა ვარდოსანიძე.

აღნიშნულ ვიდეოს თავის მხრივ გამოეხმაურა მჟავანაძე და აღნიშნა, რომ ვარდოსანიძის მიმართვა მუქარას შეიცავდა და პასუხისმგებლობის აღებას სთხოვდა შესაბამის უწყებებს.

„იმდენს ნუ იზამ შე კიტრო რომ კაპეზეზე მოხვდე, ნიფხავს ეფარები და ამით გინდა პიარის და კარიერის გაკეთება. ეს ჩინური რემბო, ლგბტ თემს ამოფარებული ვარდოსანიძე, ვიმეორებ, მალე აღმოჩნდება კაპეზეზე და მალე აღმოჩნდება ციხეში. იმის გამო რა განცხადებაც გააკეთა. მიკვირს უწყებების, მუქარაზე რეაგირება რომ არ აქვთ. ეს რომ გავლახო ეს არაკაცი, შესაჭმელად არ მეყოფა. მიწვევს რომ დავჟეჟო და მერე ამ ცემის გამო მე დამიჭირონ" - ამბობს მჟავანაძე.

ამ განცხადების საპასუხოდ პასუხის პასუხი გასცა მსახიობმა და მჟავანაძეს სპორტულ აქტივიზმში მონაწილეობის მიღება სთხოვა. ვარდოსანიძემ MMA-ს სტილით 3 რაუნდიანი ორთაბრძოლა ან კრივი შესთავაზა.

„მე და შენ შორის ვინც ელ გე ბე ტე თემის წამომადგენელია იმას ესიზმრებოდეს ყოველ ღამე ელტონ ჯონი და უმღეროდეს „ვა რა გა რა დუ". გთავაზობთ, MMA-ის ან ბოქსის წესებით მოვაწყოთ 3 რაუნდიანი შეჯიბრი. თუ მოიფიქრეთ შემეხმიანეთ, უნიჭო არტისტი გიორგი ვარდოსანიძე" - ამბობს მსახიობი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×