დახურვა
სტილი
16.06.2023

ყოფილი ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ლგბტ თემის შესახებ სკანდალურ განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, „იმედის“ ტელევიზია დაატოვებინეს ლგბტ თემის წარმომადგენლის, მომღერლის - ელტონ ჯონის შვილის შეძენის ფაქტის გამოცხადების გაპროტესტების გამო.

„ახლა უკვე მეცინება, მაგრამ წლების წინ, როდესაც „იმედის დილის“ ეთერის წამყვანი ვიყავი, ელტონ ჯონის ოჯახში მატება, ანუ არ მახსოვს პირველი შვილი უნდა მეხარებინა თუ მეორე მაყურებლისთვის, ამაზე აღშფოთება რომ გამოვთქვი სამსახური დამატოვებინეს. 

იმდროინდელმა დირექტორმა იცით რა მითხრა?! შენ ტელევიზია საფრთხეში ჩააგდეო... ახლა რომ ეყურებინა ელტონს და ეჩივლა შენ გადაიხდიდი მერე დაკისრებულ ჯარიმასო?! გინდა უზრდელი მეძახეთ, მაგრამ ის ვუპასუხე რაც ახლა თქვენც გაიფიქრეთ! მაშინ საპატრიარქოსაც მივმართეთ, პრესკონფერენციებიც გავმართეთ, მაგრამ ყველამ უარი გვითხრა სასამართლომაც კი... არავინ არ დაგვიდგა გვერდში! რამაც სამწუხაროდ მიგვიყვანა იქამდე რომ დღეს უკვე ბავშვებს ასწავლიან როგორი კარგია როცა ორწვერებიან კაცს ჰყავს შვილი!  მე არავის პირადში არ ვერევი და ვთვლი ყველას თავისი ხედვა აქვს სიყვარულზე! გაგიმარჯოთ ყველას, მაგრამ ბავშვებს და მათ ვისაც არ გვინდა თქვენი ოჯახური ამბების ყურება ძალით ნუ გვტენით, იმიტომაც იწვევთ აგრესიას თორემ საძინებელში ვინ რას იზამს არავისი საქმე არაა! 

მოკლედ, რისი თქმა მინდა, მადლობა რომ ახლა ხალხი უფრო აქტიურია და მადლობა იმ მშობლებს, რომლებმაც თავისი შვილების ინტერესები დაიცვა. იგივე მინდოდა მე მაშინ, მაგრამ იმ დროს ჩვენ ცოტანი აღვმოვჩნდით. მიხარია, რომ წლების წინ ჩვენმა გამოთქმულმა პროტესტმა შედეგი გამოიღო“, - წერს გოგიაშვილი.

ამ პოსტს ცნობილი ადამიანები გამოეხმაურნენ.

დიტო ქისიშვილი: მიყვარხარ მე შენ.

კესარია აბრამიძე: მთელი გეი აღლუმი გყავს სამეგობრო, ამას რომ წერ, ისინი რას გეუბნებიან, რა საინტერესოა.

სალომე გოგიაშვილი: ჩემი მეგობრები გეი აღლუმზე არ დადიან. ჩვენ სხვაგან ვერთობით.

მარიამ კუკუნაშვილი: შენს გოიმ ნარცისიზმს და უვიცობას ხომ არაფერი ეშველა! რომ ჰგონიათ რომ ყველაფერი იციან და ელტონ ჯონის პირადი ცხოვრება და სულის სიყვარული ამათი განსასჯელია. ცოდვილები მართლა.

სალომე გოგიაშვილი: იზვინი, მარიამ ყოფილი თუ აწმყო ნარკუშასგან შენიშვნებს ვერ მივიღებ.

დაიჯესტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×