დახურვა
სტილი
16.06.2023

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, სოფო ჭყონია "მაკდონალდსის" ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და წერს, რომ ემუქრებიან.

"მინდა, გამოვეხმაურო ბოლო დღეებში ატეხილ და ახლაც მიმდინარე, დაუსრულებელ ამბავს რომელიც უკვე გაცდა "მაკდონალდსის" თემას და პირდაპირ ეხება ჩემს ოჯახს. მივიღე ბევრი მუქარა, თუ შერაცხყოფა პირად თუ ღია სივრცეში. არ მაინტერესებს ვინ დაგეგმა, რა დაგეგმა და რისთვის, თუმცა ყველაფერი ნათელია. არანაირ პროპაგანდას არ ვეწევი არც მე, არც მითუმეტეს მამაჩემი. თუმცა კატეგორიულად ვგმობ ჰომოფობიას და ადამიანის არჩევანის შეზღუდვის ან წართმევის უფლებას!!!!

დღესდღეობით პროპაგანდა რუსული ვიცი მარტო, რომელმაც მოიცვა საქართველო.

სამწუხარო რეალობაში ვცხოვრობთ, როდესაც ბნელი ძალები და გაუნათლებლობა უფრო მეტია, ვიდრე საღი აზრი! ქვეყანაში ბევრად უფრო მეტი პრობლემაა, ვიდრე ეს შემოგდებული, ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟია და მცდელობა ყურადღების გადატანის იმ თემებიდან, რომელიც ალბათ ყველაზე მეტად უნდა აწუხებდეს თითოეულ საქართველოს მოქალაქეს. იმედი მაქვს მალე ისეთ საქართველოში ვიცხოვრებთ, სადაც ყველაზე დიდი პრობლემა ან განხილვის თემა ელტონ ჯონის ქორწინება იქნება", - წერს ჭყონია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×