დახურვა
სტილი
20.06.2023

22 წლის ირუ ხე­ჩა­ნო­ვი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­იც­ნო, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის პრო­ექტ „ვო­ის­ში“ გა­ი­მარ­ჯვა და „ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“ გას­ვლის საგ­ზუ­რი მო­ი­პო­ვა. წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის შემ­დეგ ირუს ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ მე­დი­ა­ში აღარ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა. ახ­ლა­ხან მომ­ღე­რა­ლი გა­და­ცე­მა, „სიც­რუ­ის დე­ტექ­ტორს“ ეს­ტუმ­რა, სა­დაც ცხოვ­რე­ბი­სე­ულ მარ­ცხებ­ზე ღიად ისა­უბ­რა:

"საკ­მა­ოდ დიდი ნე­გა­ტი­ვი მოჰ­ყვა ჩემ ინ­ტერ­ვი­უს, რო­დე­საც მკი­თხეს, რომ "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" წას­ვლას ვიმ­სა­ხუ­რებ­დი თუ არა. მეც გულ­წრფე­ლად ვუ­პა­სუ­ხე, რომ მხო­ლოდ გა­მარ­ჯვე­ბა­ზე ვარ ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი. ეს ინ­ტერ­ვიუ რომ გა­მო­ვი­და, ამას მოჰ­ყვა ძა­ლი­ან დიდი ნე­გა­ტი­ვი. ცუდ მე­სი­ჯებს ვი­ღებ­დი მოკ­ლე ტექ­სტურ შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­ში.

"ვო­ი­სის“ მო­გე­ბა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ კოს­მოს­ში ყო­ველ­თვის ვუშ­ვებ­დი გა­მარ­ჯვე­ბის მე­სი­ჯებს და იმე­დი მქონ­და უკან და­მიბ­რუნ­დე­ბო­და. ჩემი ნათ­ქვა­მი, რომ მე ვფიქ­რობ, რომ მე უნდა წარ­ვად­გი­ნო ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე, სხვა მო­ნა­წი­ლე­ე­ბის გულ­შე­მატ­კივ­რებს არ ესი­ა­მოვ­ნათ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ცუ­დად მი­ი­ღო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, მაგ­რამ ჩემი აზ­რით, ასეთ ნე­გა­ტივ­სა და აგ­რე­სი­ას არა­ვინ არ იმ­სა­ხუ­რებს. გა­მარ­ჯვე­ბის მერე მწერ­დნენ, რომ არაფ­რის ღირ­სი არ ვი­ყა­ვი და ნა­ხე­ვარ ფი­ნალ­შიც არ გა­მიშ­ვებ­დნენ და ამას არც მე და არც ჩემი ოჯა­ხი არ იმ­სა­ხუ­რებ­და.

და­მე­მარ­თა პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვე­ბი, სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა, უფუნ­ქციო ვი­ყა­ვი, კი­ბე­ზე ას­ვლის დრო­საც იმ­დე­ნად ცუ­დად ვგრძნობ­დი თავს, რომ ვერ ვსუნ­თქავ­დი. შფოთვი­თი აშ­ლი­ლო­ბა და­მე­მარ­თა. ეს არა­ვის ბრა­ლი არ არის, ჩემს ხა­სი­ათ­შია. დედა ყო­ველ­თვის მე­უბ­ნე­ბო­და, რომ ცხოვ­რე­ბა­ში რისი შე­საძ­ლებ­ლო­ბაც გაქვს, ბო­ლომ­დე უნდა გა­მო­ი­ყე­ნო, ამას ჩემი ხა­სი­ა­თიც და­ე­მა­ტა. დამ­ჭირ­და ფსი­ქი­ატ­რის ჩა­რე­ვა, მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა, ცოტა ხა­ნია რაც წამ­ლებს თავი და­ვა­ნე­ბე.

ისე მოხ­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, რომ არ მყავს ძა­ლი­ან ბევ­რი მე­გო­ბა­რი. არ გა­მი­მარ­თლა... ისე მოხ­და, რომ ბევ­რი მე­გო­ბა­რი არ შე­მომ­რჩა... ძა­ლი­ან გა­და­ყო­ლა ვიცი ადა­მი­ა­ნებ­ზე, ხში­რად მქონ­და ის მო­მენ­ტი, რომ მათ­გა­ნაც ვე­ლო­დე­ბო­დი მსგავს მიდ­გო­მებს“, - თქვა ირუ ხე­ჩა­ნო­ვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×