დახურვა
სტილი
23.06.2023

ერთ-ერთი სასტუმრო ბორჯომის მუნიციპალიტეტში, „გირჩი მეტი თავისუფლების" ე. წ. ტრენინგისთვის, თანხის ჩარიცხვას ამ დრომდე უშედეგოდ ელის.

„ქრონიკის" ინფორმაციით, ფული სასტუმროს ანგარიშზე საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა უნდა ჩარიცხოს, რადგან ამ ე. წ. ტრენინგებს, სწორედ ეს ორგანიზაცია აფინანსებს. ეს ის სემინარებია, სადაც საპროტესტო აქციებზე მოქმედების პარალელურად, ახალგაზრდებს იარაღის გამოყენებასაც ასწავლიან.

სასტუმროს მეპატრონე, გიორგი გელაშვილი „ქრონიკასთან" აცხადებს, რომ კუთვნილი თანხის ჩარიცხვას ამ დრომდე ელოდება და თუ არ გადაუხადეს შესაბამის ზომას მიმართავს.

„თანხა ჯერ არ არის ჩარიცხული. ინვოისთან დაკავშირებით იყო პრობლემა, გადავუგზავნი და ჩარიცხავენ. თუ არ გადაიხადეს, მერე შესაბამის ზომებს მივმართავ", - აღნიშნა სასტუმროს მეპატრონემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×