დახურვა
სტილი
24.06.2023

გავრცელდა კადრები, სადაც მოსკოვში, ერთ-ერთ რესტორანში ქართველი მომღერლები სიმღერა "სამშობლოს" ასრულებენ. სოსო პავლიაშვილს, მასთან ასოცირებულ ამ ძველი სიმღერის შესრულებისას, გვერდს უმშვენებს ნუცა ბუზალაძე. იქვე არიან დათო ხუჯაძე და ხვიჩა მაღლაკელიძე.

"ჩემო თბილის ქალაქო" იმღერა და რესტორანი აიყოლია ხუჯაძემ. კადრები ფეისბუქზე ეკატერინა სტეფანოვამ გამოაქვეყნა.

"პრაიმტაიმის" წყაროს ინფორმაციით, მომღერლებმა ქართულ რესტორანში იქეიფეს და სიმღერაც შემოსძახეს.

როგორც გავიგეთ, გუშინ დათო ხუჯაძეს სოლო კონცერტი ჰქონდა მახაჩყალაში. როგორც ჩანს, კონცერტის შემდეგ მომღერალმა დაღესტნიდან მოსკოვში "გამოიარა" და კოლეგებთან ერთად მოილხინა...

წყარო: "პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×