დახურვა
სტილი
03.07.2023

„ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი საქართველო მაშინ გახდება, როდესაც სხვა რეკომენდაციებთან ერთად ერთ უმნიშვნელოვანეს მისიას ღირსეულად შეასრულებს! სამყაროს გარეულ თუ შინაურ ბინადრებისა და ზოგადად ბუნების დაცვა, ერთ-ერთი პრიორიტეტია ქვეყნისა და ხალხების სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თამარ ივერი წერს და აღნიშნავს, რომ საქართველოში მიუსაფარ ცხოველთა ბედი განსაკუთრებით სავალალოა.

ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი საქართველო მაშინ გახდება, როდესაც სხვა რეკომენდაციებთან ერთად ერთ უმნიშვნელოვანეს მისიას ღირსეულად შეასრულებს! სამყაროს გარეულ თუ შინაურ ბინადრებისა და ზოგადად ბუნების დაცვა, ერთ-ერთი პრიორიტეტია ქვეყნისა და ხალხების სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის! საქართველოში, განსაკუთრებით მიუსაფარ ცხოველთა ყოფა არის უმძიმესი, კრიტიკული და საგანგაშო. ყოველდღე ვრცელდება ინფორმაციები, ფოტო - ვიდეო მასალა, დემონსტრაციულად, საზოგადოებრივ ადგილებში, ბავშვების თვალწინ როგორ სჯიან სიკვდილით ცხოველებს. დახრჩობით, ცეცხსასროლი იარაღიდან ტყვიების დახლით, ნიჩბით დანაკუწებით, ნაჯახით აჩეხვით , ტანჯვისა და წამების უსასტიკესი მეთოდებით სიცოცხლეს უსპობენ უმწეო და უსუსურ ცხოველებს. ცხოველთა უფლებების დაცვის შესახებ კანონმდებლობის არ არსებობამ, საზოგადოებაში დათესა ნიჰილზმი და დაამკვიდრა დაუსჯელობის სინდრომი. ცხოველთადამცველები იბრძვიან და სახელმწიფოსგან მოითხოვენ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და აქტებზე ხელმოწერილ ვალდებულების აღსრულებას ცხოველთა უფლებების დაცვაზე. ცხოველთა დამცველები არიან მიუსაფარი ცხოველების ხმა და ეს ხმა თავის სიტყვას იტყვის ევროკავშირშიც! დავიცვათ ცხოველების სიცოცხლე და თავისუფლება!

სოლიდარობის სახლი", - წერს თამარ ივერი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×