დახურვა
სტილი
03.07.2023

ხვიჩა მაღლაკელიძე ჟურნალ „თბილისელებთან" ვრცლად პასუხობს ყველა შეკითხვას, რომელიც მოსკოვში ქართველი გოგონას დაბადების დღეზე მის გამოსვლას ეხება.

„მე მაქვს მორალური ვალდებულება ბევრი ადამიანის მიმართ, ვინც მე ადამიანად მაქცია, მაქცია მუსიკოსად, მსახიობად, შოუმენად, თუ რაც გინდა, დამარქვით და ვარ დღეს ის, ვინვ ვარ... და მათ შორის არის ის ადამიანი, ვისთანაც შვილის დაბადების დღეზე მოსკოვში ვიყავი ჩასული. დიახ, ვიყავი რუსეთში, მაგრამ რუსეთი ოკუპანტია და „პუტინ ხუილო"...

"მე იმ ადამიანმა თავის დროზე იმდენი გადამიხადა თავისი ადამიანობით და ჩემთვის ისეთი პატივი აქვს ნაცემი, მე თვითონ ავიღე ბილეთი, თავად დავჯავშნე სასტუმრო, ჩემი ხარჯით წავედი და წამოვედი. რომ ამბობენ, ხვიჩამ სუფრასთან დაუკრა და იმღერაო, ის უნდა გაგიკვირდეთ, რომ არ დავუკრა და არ ვიმღერო. ხვიჩა რომ სუფრასთან ზის და არ დაუკრავს, ე.ო. მკვდარია, გარდაიცვალა...

ყველაზე მეტად მატკინა გული ორი ახლობელი, მეგობარი ადამიანის მონაწერმა პირადში. ძალიან გაბრაზებულმა მომწერეს ცუდი რაღაცები და დამბლოკეს. იმდენად არის ხალხი პოლიტიზებული და ამ დროს გარტყმაში არ არიან, არც კი იციან, რას წერენ.

დამიჯერეთ, აბსოლუტურად არ ველოდი ასეთ რეაქციებს. კიდევ ვამბობ, ხშირად მაქვს ასეთი ვიზიტები, არა რუსთან, არ პუტინთან, არამედ ჩემს ქართველებთან. სავარაუდოდ, სოსოს ფაქტორმა გამოიწვია ეს აგრესია, „სამშობლოს", რომ მღეროდა. არადა, მე იმ დროს, გატიალებული მთვრალი, დინამიკთან ვიჯექი და ვქეიფეობდი. დილიდან დავიწყე სულ სხვა „სასტავში" ქეიფი და რესტორანში მთვრალი მივედი, თუ მახსოვდეს, იქ ვინ იჯდა, მე მოვკვდე",- ამბობს ხვიჩა მაღლაკელიძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×