დახურვა
სტილი
04.07.2023

მომღერალი თათია კობალაძე ინსულტს გადაურჩა.

ამის შესახებ თათია სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ამჯერად თვალში სისხლჩაქცევა აღენიშნება.

თათია ასევე წერს, რომ წინ ამერიკა და პროექტი Americas Got Talent ელოდება.

"ჩემო საყვარელო ადამიანებო

მადლობა ყველას ვინც მომიკითხეთ!

კი მე გადავრჩი!

გადავურჩი ინსულტს 30 წლის ასაკში

ალბათ ყველას და ყველაფერს აქვს თავისი დრო მაგრამ ჯერ ჩემი დრო არ დამდგარა! ახლა ვიწყებ ჩემი კარიერის ყველაზე სანუკვარი ოცნების ასრულებას ! მართალია თვალში სისხლჩაქცევა მაქვს მაგრამ, მხედველობასაც ძალიან კარგად აღვიდგენ, ამ სისხლჩაქცევასაც მოვერევი, ძალაც მომივა რომ ისევ ისეთი მხიარული ვიყო და ბევრ საქმეებს გავაგრძელებ რასაც ვაკეთებდი ჩემს პროფესიაში!

მე ამერიკა და Americas Got Talent მელოდება

ახლა არ არის ცუდად ყოფნის დრო!

გპირდებით ყველა ძალას მოვიკრებ, რომ გაგახაროთ და გაამაყოთ ამერიკიდან მთელი ჩემი ქვეყანა!

მიყვარხართ" - წერს თათია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×