დახურვა
სტილი
28.07.2023

თბილისის ერთ-ერთმა კლინიკის მედიკოსმა სოციალურ ქსელში შოკის მომგვრელ ამბავი გაავრცელა და დაწერა, რომ 3 დღის ჩვილი გოგონა დედამ მიატოვა. ექიმმა განმარტა, რომ მიტოვების სავარაუდო მიზეზი საზოგადოების თვალში დედის „პატიოსანი ქალის“ სახელის შელახვაა. აღნიშნულ ამბავს, რომლის შესახებ დისკუსია დღემდე არ ცხრება ამერიკაში მცხოვრები მსახიობი იუნა შაფათავა ეხმაურება და წერს:

„რა უფლებით ლანძღავთ ქალს?

ეს მისი გადაწყვეტილებაა!

მილიონ ადამიანს უნდა ბავშვის აყვანა და კანონები გაასწორეთ, ეს ის საქართველოა, სადაც თამუნა მუსერიძემ საძაგელ ახალშობილებით ვაჭრობის ბიზნესს ახადა ფარდა.

ნუ ბედავთ ქალის დამცირებას! 

ამ ჩვილის უკან კაციც დგას, რომელმაც, საცარაუდოდ, ამ ჩვილის დედა მიატოვა და დაემუქრა მოკვლით! რატომღაც ქალს ლაბძღავთ, რომელიც კაცმა უპასუხისმგებლოდ დააფეხმძიმა და გაქრა ამ ქალის და ჩვილის ცხოვრებიდან! 

ამ ქალმა ამ ბავშვს სიცოცხლე მაინც აჩუქა და ბედნიერი მშობლების პოვნა ვუსურვოთ მას! 

გონს მოდით, ბნელებო, ქალის ჯვარზე გაცმამდე რაციონალურად აზროვნება ისწავლეთ და კიდევ ერთხელ- ბავშვების აყვანის და მარტოხელა დედებზე კანონი გაასწორეთ!  

არ არის სირცხვილი, იყო ქალი და პირადი ცხოვრება გქონდეს! ყველამ საკუთარ ცხოვრებაში ჩაიხედეთ!

ნუ ბედავთ ქალის გადაწყვეტილების განსჯას!!!“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×