დახურვა
სტილი
08.08.2023

რეჟისორი გოგა ხაინდრავა, მწერალ ლაშა ბუღაძის  გუშინდელ მოსაზრებას გამოეხმაურა:

“ციხის კადრები დადგმული იყოო…  ბუღაძე შენი დარი დრამატურგი თუ მოიგონებდა ციხის კადრების დადგმას!  მიშას რეჟისურით, მერაბიშვილ-ადეიშვილ-ბოკერიას სცენოგრაფიით, ახალაია-ქარდავა-კასტილიანის შესრულებით! ამ კადრების მსხვერპლად ყოფნა როგორ გისურვო... ღირსი კი ხარ!” - დაწერა სოციალურ ქსელში ხაინდრავამ.

“ციხის ის კონკრეტული კადრებიც დადგმული იყო 2012 წელს, მაგრამ უმრავლესობამ დაიჯერა, რადგან ციხეში არაადამიანურად ექცეოდნენ ადამიანებს” - ამის შესახებ მწერალმა ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×