დახურვა
სტილი
12.08.2023

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ქორ­წი­ლის გა­დახ­დის არ­ცთუ ისე სა­სი­ა­მოვ­ნო გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ, ისი­ნი დღემ­დე ჩა­მო­დი­ან ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღის აღ­სა­ნიშ­ნად.

რუსი მომ­ღე­რა­ლი რიტა და­კო­ტა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, თუ რო­გორ გა­უ­ფუ­ჭეს ქორ­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ნას­ვამ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა. მისი თქმით, ოჯა­ხუ­რი დღე­სას­წა­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბამ ჩა­შა­ლა. და­კო­ტას თქმით, მან ვერ შეძ­ლო ახ­ლობ­ლებ­თან დრო­ის გა­ტა­რე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის "სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბის" გამო."ფო­ტო­ზეა ჩემი და ფე­დი­ას სა­ხე­ე­ბი, რო­დე­საც მე­ა­თე ქარ­თულ სა­დღეგ­რძე­ლოს ვუს­მენთ. სა­ქორ­წი­ნო სუფ­რა­ზე მო­ვიდ­ნენ მთვრა­ლი ქარ­თვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც არ ას­რუ­ლებ­დნენ თა­ვი­ანთ გა­მოს­ვლებს. გავ­ბრაზ­დი, ვცდი­ლობ­დი არ შე­მემ­ჩნია მათი "და­მე­გობ­რე­ბის" მცდე­ლო­ბა, რო­დე­საც და­ვი­ნა­ხე, რომ ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბი კმა­ყო­ფი­ლი იყ­ვნენ ასე­თი კო­მუ­ნი­კა­ცი­ით. ასე­ვე გავ­ბრაზ­დი სა­კუ­თარ თავ­ზე, რომ რაც არ უნდა ვის­წავ­ლო, მა­ინც არ ვიცი, რო­გორ ავა­შე­ნო პი­რა­დი სა­ზღვრე­ბი, "- აღი­ა­რა შემ­სრუ­ლე­ბელ­მა.

"შე­მეძ­ლო ავ­მდგა­რი­ყა­ვი და მეთ­ქვა, რომ თავს ასე არა­კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ­დი და მე­თხო­ვა უც­ნო­ბე­ბის­თვის, წა­სუ­ლიყ­ვნენ. მაგ­რამ ჩემს ოჯახს რომ ვუ­ყუ­რებ­დი, მათ სა­ხე­ებ­ზე ვკი­თხუ­ლობ­დი, რომ ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ლუ­რად იყო. ვი­ღაც ამ ხალ­ხს ესა­უბ­რე­ბო­და, ეწე­ოდ­ნენ, ხუმ­რობ­დნენ, სა­უბ­რობ­დნენ. ქარ­თუ­ლი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა, გი­ტა­რით სიმ­ღე­რა და ა.შ.. მე კი არა­ფე­რი მით­ქვამს, გავ­ჩუმ­დი, ბო­ლოს და ბო­ლოს, დღე­სას­წა­უ­ლი არა მარ­ტო ჩემ­თვის, პირ­ველ რიგ­ში ჩემი ოჯა­ხის­თვის გა­ვა­კე­თე. ახლა არ ვიცი, სწო­რად მო­ვი­ქე­ცი თუ არა..." - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

მომ­ღერ­ლის კო­მენ­ტა­რე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ ყაზ­ბეგ­ში გა­დახ­დი­ლი ქორ­წი­ლი­სას, სუფ­რას­თან ნას­ვა­მი ქარ­თვე­ლე­ბი მი­ვიდ­ნენ და ფაქ­ტობ­რი­ვად, ქორ­წი­ლი "მო­პა­რეს..." ამით კმა­ყო­ფი­ლი კი მხო­ლოდ და­უ­პა­ტი­ჟე­ბე­ლი სტუმ­რე­ბი და რუსი მე­ქორ­წი­ლე­ე­ბი დარ­ჩნენ. თა­ვად პა­ტარ­ძალ­მა ძა­ლი­ან მო­ი­წყი­ნა ქარ­თუ­ლი სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბით.

რი­ტას თქმით, ქორ­წილ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჯერ კი­დევ მა­შინ და­ი­წყო, რო­დე­საც მე­სა­ზღვრე­ებ­მა მათი სტუმ­რის ფი­ო­დორ ბე­ლო­გა­ის ცოლი და მისი ძმა და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა, რო­დე­საც შე­ი­ტყვეს მათი ჩა­მოს­ვლის მი­ზა­ნი, „შე­ი­წყა­ლეს" და ისი­ნი გა­უშ­ვეს.

ყაზ­ბეგ­ში გა­მარ­თულ რუ­სულ ქორ­წილს წინ უძღო­და ჯვრის­წე­რა თბი­ლის­ში, ერთ-ერთ ვი­დე­ო­ზე ჩანს, რო­გორ პო­ზი­რებს პა­ტარ­ძა­ლი ტა­ძარ­ში ქარ­თუ­ლი გა­ლო­ბის ფონ­ზე.

„გუ­შინ ჩვენ დავ­ქორ­წინ­დით სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ტა­ძარ­ში. ეს დღე ჩვენ­მა მშობ­ლებ­მა, ძმებ­მა და ქა­ლიშ­ვილ­მა ჩვენ­თან ერ­თად გა­ი­ზი­ა­რეს. ისი­ნი შე­ეს­წრნენ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ზი­ა­რე­ბას და დაგ­ვლო­ცეს, ხან­გრძლი­ვი და ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბა გვი­სურ­ვეს." - წერს ქალი.

რიტა და­კო­ტამ და ფი­ო­დორ ბე­ლო­გა­იმ ოფი­ცი­ა­ლუ­რად 2023 წლის 24 მა­ისს იქორ­წი­ნეს. წყვილ­მა ხელი მოს­კოვ­ში მო­ა­წე­რა, ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ისი­ნი სკუ­ტე­რე­ბით მი­ვიდ­ნენ.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×