დახურვა
სტილი
16.08.2023

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 16 აგვისტოს ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტება გააკეთა მის მიერვე, სტიქიას გადარჩენილი დათო ჯელაძის მისამართით გაკეთებულ განცხადებაზე.

როგორც მან თქვა, სინანულს გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ დათო ჯელაძეს გული ატკინა.

„დათო არის გულიანი ვაჟკაცი, რაჭველი კაცი. მან დეტალურად გაიხსენა ის ისტორია, რომელიც გადახდა. წარმოუდგენელი ისტორიაა, რეალურად ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მისი დისშვილი გაეყვანა მაქსიმალურად უსაფრთხო ტერიტორიაზე და თავის თავს აჯობა, ისეთი გზა აქვს გამოვლილი. წარმოუდგენელი რაღაც აქვს გაკეთებული. მინდა სინანული გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე, ეს არის ძალიან დასანანი", - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, სატელეფონო საუბარი ჰქონდა ჯელაძესთან და ამის შემდგომ პირადადაც შეხვდა.

„თავის თავს აჯობა ისეთი გზა გაიარა მან, თავის დისშვილთან ერთად", - თქვა კობახიძემ, რითაც აღნიშნა, რომ წინა ინტერვიუსგან განსხვავებით დღეს, უკვე სჯერა იმ გზის გავლის, რაც დათომ და მისმა დისშვილმა გაიარეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×