დახურვა
სტილი
17.08.2023

თუშეთში, ქორწილში ცივი იარაღით დაჭრილი სამი მამაკაცი, მათ შორის სიძე, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ერთ-ერთი დაჭრილი, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, მეორე კი ყამბარაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. მესამე მამაკაცი კი თბილისში გადაიყვანეს.

დაშავებულებს მრავლობითი ჭრილობა სხეული სხვადასხვა არეში აქვთ. ექიმების თქმით, ამ ეტაპზე არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ჩვენ როგორც ვიცით, სხვა სუფრიდან ქორწილში მივიდნენ ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში, რასაც მოჰყვა ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება. ამ შეხლა - შემოხლის დროს დაიჭრა სამი ადამიანი, მათ შორის სიძეც, რომელიც საავადმყოფოშია. ასევე არიან ნაცემები. ეს მოხდა ადგილზე დაწყებული გაუგებრობით", - აცხადებენ ადგილობრივები.

მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ჯგუფური ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×