დახურვა
სტილი
19.08.2023

პრო­კუ­რა­ტუ­რამ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის" მო­თხოვ­ნა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და შო­ვის ტრა­გე­დი­ის დროს გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდას, და­ვით ბე­რი­აშ­ვი­ლის დედა, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლედ სცნო. "აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ად­გი­ნა, რომ და­ვით ბე­რი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა და­ნა­შა­უ­ლის შე­დე­გია"- ამ­ბო­ბენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას ისი­ნი გა­აგ­რძე­ლე­ბენ. პე­რი­ო­დუ­ლად კი სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­აწ­ვდი­ან სი­ახ­ლე­ებს საქ­მის გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ადვოკატი, ანა თავ­ხე­ლი­ძე „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში საუბრობს:

"გუშინ ჩავერთეთ ამ საქმეში. ვიცავთ დავით ბერიაშვილის დედის ინტერესებს. პროკურატურისგან ვითხოვდით დაზარალებულის უფლებამონაცვლედ დედის ცნობას სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სამოხელეო დანაშაულის ფარგლებში. რადგან ვთვლით, რომ ადგილი ჰქონდა პასუხისმგებელი პირების მხრიდან, საჯარო მოხელეების მხრიდან თავიანთი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას. ვითხოვდით ამ კვალიფიკაციით მომხდარიყო დედის დაზარალებულად ცნობა. ამ ნაწილში პროკურატურამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა, გვაღიარა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ, თუმცა გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით, 116 მუხლით. პრობლემა ამ გადაწყვეტილებაში არის ის, რომ სამოხელეო დანაშაული, ანუ საჯარი პასუხისმგებლობა სახელმწიფოსი გაიტანა ამ შეფასებით პროკურატურამ, რასაც არ ვეთანხმებით. ასევე ვითხოვდით, რომ კვალიფიკაცია დაზუსტებულიყო და გამოძიებაში დამატებოდა სხვა მუხლები, როგორიც არის ადამიანის განსაცდელში მიტოვება და სამსახურებრივი გულგრილობა. ამ ნაწილში ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული, ჩვენთვის არ უცნობებიათ. მესამე მოთხოვნა კი იყო გამოსაძიებლად საქმე დაქვემდებარებოდა პროკურატურას და საქმიდან სრულად გამოთიშული ყოფილიყო შს სამინისტრო, რადგან ჩვენი შეფასებით და არა მხოლოდ ჩვენი შეფასებით, ფაქტია, შს სამინისტრო იყო ყველაზე აქტიურად ჩართული ამ პროცესებში და კანონით ევალებოდ მას ეფექტური რეაგირება. ვინაიდან ამ ნაწილშიც ბევრი კითხვის ნიშანი არის ამ დრომდე ვსაუბრობთ, რომ იქ განსაცდელში მიატოვეს ადამიანები, ამიტომ ცხადია, უწყება თავის ქმედებებს ვერ გამოიძიებს და უნდა გადაეცეს პროკურატურას. თუმცა ამ ნაწილში პროკურორმა ზეპირად განგვიმარტა, რომ არ დააკამყოფილა ჩვენი ეს მოთხოვნა და მხოლოდ და მხოლოდ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობის ნაწილში დაკმაყოფილდა ესეც არა იმ კვალიფიკაციით, რითაც ვითხოვდით საქმის დაკვალიფიცირებას. ასევე პროკურორს მოვთხოვეთ არაერთი მტიცებულების მოპოვება, მათ შორის თვითმხილველი მოწმეების გამოკითხვა და დოკუმენტების გამოთხოვა სხვადასხვას უწყებებიდან, რაც ადასტურებს, იმას რომ აქ სახელმწიფოს და საჯარო მოხელეების ბრალეულობაა. როგორც გვითხრეს ნაწილი მტკიცებულებების შეგროვებულია და გაგრძელდება მტკიცებულებების შეგროვება. ასევე ვითხოვდით საქმის მასალების სრულად გადმოცემას, იმიტომ რომ კანონით დაზარალებულის უფლებამონაცვლეს აქვს უფლება მოითხოვოს მასალები, თუმცა ამაზე სამწუხაროდ უარი გვითხრა პროკურატურამ. გვითხრეს რომ მხოლოდ შეუძლიათ წაგვაკითხონ საქმის მასალები, რაც ცალსახად არის დარღვევა კანონმდებლობის და არის მცდელობა იმის, რომ შეგვიზღუდონ წვდომა საქმის მასალებზე. არადა შეუძლებელია მოცულობით საქმე წაიკითხო ერთხელ და ეს იყოს საკმარისი იმისთვის რომ საფუძვლიანად შეისწავლო საქმე. ეს არის ხელშეშლა რეალურად, წვდომა უნდა გვქონდეს საქმის მასალებზე. იმედი მაქვს ამ გადაწყვეტილებას შეცვლის პროკურატურა, ვაპირებთ გავასაჩივროთ ზემდგომებთან ეს გადაწყვეტილება. ცალსახად საჯარო მოხელეების მხრიდან ჩადენილია დანაშაული.

მტკიცებულებები ისედაც უნდა ჰქონდეს პროკურატურას შეგროვებული. ეს არის არის მტკიცებულებები, რაც საჯაროდ ვრცელდება და საჯაროდ მისაწვდომია. ის რომ არსებობდა მაღალი რისკი კონკრეტულად ამ ტერიტორიაზე მოვლენათა ამგვარი განვითარების, ეს ჩანს, ანუ სახელმწიფოს ევალებოდა და უნდა ჰქონოდა ადრეული შეტყობინების სისტემა დანერგილი, რაც არ ჰქონდა. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულების დარღვევა. მითუმეტეს წინა გამოცდილებები არსებობდა. ამ ტერიტორიაზე არაერთხელ ყოფილა სტიქია, არა ამ მასშტაბის, მაგრამ მსგავსი სტიქიური უბედურება. იგივე წყალმოვარდნა და ინფრასტრუქტურის დაზიანება ამ მონაკვეთზე. რაც მთავარია გარემოს ეროვნული სააგენტოს 2022-2023 წლის პროგნოზებში იყო მითთებული, რომ მაღალი რისკის შემცველი იყო კონკრეტულად ეს ტერიტორია და იყო საშიშროება იმის, რომ გაენადგურებინა სტიქიურ უბედურებას შოვის ინფრასტრუქტურა. ეს იცოდნენ, ჰქონდათ პროგნოზირებული წინასწარ, მაგრამ არ მიიღო ზომები, რომ აერიდებინა. ეს ავტომატურად ნიშნავს სახელმწიფოს ვალდებულების დარღვევას, საჯარო მოხელეების გულგრილობას. სწორედ აქედან გამომდინარე დადგა ეს შედეგი და ამ კონტექსტში და ამ კუთხით ვითხოვდით ჩვენ დედის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობას.

საჯარო მოხელეების, სახელმწიფოს მხრიდან არის ჩადენილი ეს დანაშაული. ვითხოვთ შეისწავლონ და შეფასონ რას ჰქონდა ადგილი. სამსახურებრივ გულგრილობას, განსაცდელში მიტოვებას და ა.შ. პრევენციული ზომების მიღება შს სამინისტროსაც ევალებოდა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსაც ევალება კანონმდებლობით რომ პრევენციული ზომები გაატაროს. ასევე მოვთხოვეთ პროკურატურას მოიპოვოს ინფორმაცია და გვაცნობოს რა პრევენციული ზომები ჰქონდათ გატარებული თავდაპირველად იმისთვის, რომ ეს ზიანი შემცირებულიყო. ახლა ჩვენ ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას. რაც არის გამოტანილი იქაც გარკვეულ ნაწილს არ ვეთანხმებით და ვაპირებთ გავასაჩივროთ, პრევენციული ზომების მიღება ევალებოდა. ამ ეტაპზე მხოლოდ ბერიაშვილის ინტერესებს ვიცავთ. დედა ითხოვს გაირკვეს რა მოხდა და პასუხი აგონ დამნაშავეებმა. სხვა მოთხოვნები ამ ეტაპზე არ დაგვიყენებია." - განაცხადა ანა თავ­ხე­ლი­ძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×