დახურვა
სტილი
05.09.2023

„ამასწინად ჩემი ერთი მეგობარი მიყვებოდა ისტორიას, როგორ ძარცვავენ ქართველი ბიჭები საფრანგეთში მოხუც მილიონერებს. ბარათებს ამოაცლიან ჩანთიდან, ცოტა თანხას მოუხსნიან და უდებენ უკან თურმე. გავცოფდი, რა არ ვიძახე პარალელურად, მაგრამ ისტორიის დაბოლოვება რომ მითხრა, ძლივს შევიკავე ცრემლები. თურმე იმ ფულით ჩამოუვლიან კარვებში მომლოდინე ავადმყოფებს და მიაქვთ საკვები, წამლები და ყველაფერი, რაც სჭირდებათ. ზოგჯერ ისეც არის, რომ ბინას ქირაობენ და არიდებენ იმ კოშმარულ ლოდინის დროს, რომელიც ზოგჯერ თვეების მანძილზე უწევთ უფასო ოპერაციების მოლოდინში. არ ვიცი, შეიძლება ცუდი ადამიანი ვარ და მართლაც ეშმაკი ვარ, მაგრამ ისტორიის გაგრძელება რომ მოვისმინე, საერთოდ გაბათილდა ჩემთვის საქართველოს შემარცხვენლობით გამოწვეული სიბრაზე. 2 დღეა ამას ვაანალიზებ საკუთარ თავში, რატომ გააბათილა დანაშაულის მცნება ღარიბის გადარჩენამ?

მორალური სამართალი სხვას ამბობს, ფურცელზე დაწერილი კანონი საკუთრების უფლების შესახებ - სხვას. მორალურად სწორია ის ბიჭები, გულიც ამიტომ ამიმეტყველდა. სად წაიღებს მილიონერი მოხუცი მილიონებს? სადღაც კარავში ბავშვი იყინება, შია და წამალი არ აქვს. რომელი უფრო სწორია მორალურად, ბარათზე გაშეშებული მილიონები თუ მისი მცირე ნაწილით ბავშვის მიხმარება? დამნაშავე ის ბიჭები კი არ არიან, მთელი ჩვენი სოციუმის სიმდიდრის ფიქციაა დამნაშავე და ამას კანონი არ ითვალისწინებს", - წერს ის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×