დახურვა
სტილი
09.09.2023

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ესპანეთის ნაკრებთან მარცხის (1:7) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც კაშიამ თქვა, არც ერთი ფეხბურთელი, ვინც მოედანზე იყო, არ იმსახურებდა საქართველოს ნაკრებში თამაშს.

„ბევრი რამ არ არის შესაფასებელი. 1:7-ს რომ წააგებ ნაკრების მაისურით, გულდასაწყვეტია. გული მწყდება, რომ გულშემატკივარს იმედი გავუცრუეთ. არც ერთი ფეხბურთელი ვინც დღეს მოედანზე იყო, არ ვიმსახურებდით ნაკრების მაისურით თამაშს. ძალიან მაინტერესებს მომდევნო მატჩს როგორ ვითამაშებთ.

თითოეულმა ფეხბურთელმა, რომელიც ითამაშებს შემდეგ თამაშს, ხასიათი უნდა გამოავლინოს. დღეს ყველანი ძალიან სუსტები ვიყავით, როგორც კაპიტანი ვგრძნობ პასუხისმგებლობას უფრო მეტს, მაგრამ ყველამ საკუთარ თავში უნდა ეძებოს პრობლემა, ვინც ვითამაშეთ, ყველანი პასუხისმგებელია ამ თამაშზე", - თქვა კაშიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს A ჯგუფში ოთხ მატჩში 4 ქულა აქვს და მომდევნო მატჩს 12 სექტემბერს, ოსლოში, ნორვეგიასთან ჩაატარებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×