დახურვა
სტილი
15.09.2023

ჯარ­ჯი თო­რა­ძე და თა­თია შა­რან­გია შე­რი­გე­ბას აპი­რე­ბენ. ამის შე­სა­ხებ "ამბებს" წყა­რომ და­უ­დას­ტუ­რა. ოჯა­ხის ახ­ლობ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყვი­ლი შე­რი­გე­ბას გუ­შინ აპი­რებ­და, დღეს კი თო­რა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­თია შა­რან­გი­ას გა­და­ცე­მის ანონ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და და­წე­რა:

"წარ­მა­ტე­ბე­ბი ჩვენ სთო­რის. ზუს­ტად ვიცი, რომ სას­წა­უ­ლი სე­ზო­ნი გვე­ლო­დე­ბა...“ - პოსტზე კაც­მა საყ­ვა­რე­ლი ქალი მო­ნიშ­ნა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ წყვი­ლის და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცელ­და. ჯარ­ჯი თო­რა­ძეს­თან ოჯა­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის დას­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ თა­თია შა­რან­გი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პი­რა­დად და­წე­რა. ქალ­მა გულ­შე­მატ­კივ­რებს ბო­დი­შიც კი მო­უ­ხა­და და და­პირ­და, რომ არ და­ა­ღა­ლა­ტებ­და და აუ­ცი­ლებ­ლად წა­მოდ­გე­ბო­და ფეხ­ზე.

პოს­ტის შემ­დეგ თა­თია ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ზა­რებს არ პა­სუ­ხობს, თუმ­ცა მე­ო­რე დღეს და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტუ­სი წა­შა­ლა.

ჯარ­ჯი თო­რა­ძე კი თა­თი­ას პოს­ტის მი­უ­ხე­და­ვად, საყ­ვა­რელ მე­უღ­ლეს­თან გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ო­ებს აქ­ვეყ­ნებ­და. ინ­სტაგ­რა­მის პი­რად გვერ­დზე კი სტა­ტუ­სი და­შო­რე­ბის დღე­ებ­შიც არ შე­უც­ვლია.

"ჩემი დე­დოფ­ლის თა­თია შა­რან­გი­ას ქმა­რი და 5 მშვე­ნი­ე­რი შვი­ლის მამა... კაცი, რო­მე­ლიც დროს არ ატა­რებს ოჯახ­თან ერ­თად, ვე­რა­სო­დეს იქ­ნე­ბა ნამ­დვი­ლი მა­მა­კა­ცი“ - უწე­რია ინ­სტაგ­რამ­ზე თო­რა­ძეს.

თა­თია შა­რან­გი­ას ორი ქორ­წი­ნე­ბი­დან სამი შვი­ლი ჰყავს, ჯარ­ჯი თო­რა­ძეს კი პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბიდ­ნა ორი შვი­ლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×