დახურვა
სტილი
21.09.2023

ცნობილი მწერლის, გოჩა მანველიძის შვილი, თორნიკე მანველაძე ნიდერლანდებში, 32 წლის შოთა საკანდელიას მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.  28 წლის თორნიკე მანველიძემ, შოთა საკანდელიას სასიკვდილო ჭრილობა დანით მიაყენა.  ისინი ჰოლანდიაში, პოკერის საერთაშორისო ტურნირზე ერთად იმყოფებოდნენ.

„პრაიმტაიმმა“ ექსკლუზიურად ჩაწერა გოჩა მანველიძე, მწერალი ამბობს, რომ შვილი საზღვარგარეთ რამდენიმე დღის წინ გააცილა და მკვლელობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. 

„ვინ კაცო? რას ამბობთ, საიდან მოიტანეთ... არაფერი ვიცი... რამდენიმე დღის წინ გავაცილე ჰოლანდიაში. ეგ ჯერ არც აპირებს ჩამოსვლას. მე ბათუმში ვარ, გავაცილე აეროპორტიდან და იმის შემდეგ არც დაურეკავს და არც მე დამირეკავს. ნამდვილად პირველად მესმის არაფერი არ ვიცი“, - განაცხადა გოჩა მანველიძემ.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×