დახურვა
სტილი
30.09.2023

იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლე გოგონა თანაკლასელის მხრიდან ბულინგისა და შანტაჟის მსხვერპლი გახდა. მას მუქარის შემცველი წერილი და ბასრი საგანი რამდენიმე დღის წინ ჩანთაში ჩაუდეს, რითაც აიძულებდნენ, რომ ფიზიკური დაზიანებები მიეყენებინა.

პირველ კომენტარს აკეთებს გოგონას დედა:

„დილით ჩანთას რომ ალაგებდა და სკოლაში უნდა წასულიყო, უნახავს ფურცელი. იმ ტექსტით, რა ტექსტიც ალბათ ყველამ იცის და ნახეთ. ანუ მასწავლებლების შეცოდების გამო, ბავშვმა საღამომდე მოითმინა და დამიმალა ეს ფაქტი. საღამოს მოვდივარ, სამზარეულოში რაღაცას ვაკეთებ და შემოდის გათეთრებული აბსოლუტურად ბავშვი და მეუბნება, ნუ, ცრემლები თვალებზე აქვს და მეუბნება, დედა, ან სკოლიდან გადამიყვანე, ან მიშველე რამე და მაწვდის ფურცელს. გავხსენი ფურცელი და ვხედავ ამ საპარსს, რაღაც ბრიტვა, თუ არ ვიცი, ქართულად რაც ჰქვია, შემდეგი ტექსტით, ნუ, რაც იყო. შენ თუ ამას და ამას არ გააკეთებ, მოკლედ, ან შენ თვითონ დაიზიანებ თავს, ან მე თვითონ ჩაგახრჩობ სკოლის საპირფარეშოს უნიტაზში," - ამბობს გოგონას დედა „მთავარ არხთან".

როგორც ირკვევა, უკვე ერთი წელია, რაც არასრულწლოვანი შანტაჟის მსხვერპლია. თუმცა, უცნობია რატომ არ რეაგირებდა სკოლის ადმინისტრაცია აღნიშნულ ფაქტზე ან როგორ მოახერხა მოსწავლემ სკოლაში ბასრი საგნის შეტანა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×