დახურვა
სტილი
21.03.2022

ბოლო პე­რი­ოდ­ში მსა­ხი­ო­ბი ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი ტე­ლეეკ­რან­ზე ხში­რად ჩნდე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტის ამ­პლუ­ა­ში. არა­ერ­თხელ გვი­ნა­ხავს ის სხვა­დას­ხვა დროს პარ­ლა­მენ­ტის წინ გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე. ამის გამო, რო­გორც თა­ვად ჰყვე­ბა, "ტრო­ლე­ბის" აგ­რე­სი­ის ობი­ექ­ტია, თუმ­ცა, მი­სი­ვე თქმით, ეს სუ­ლაც არ ანაღ­ვლებს.

მსა­ხი­ო­ბი ამ­ბობს, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო პრო­ტეს­ტის გა­მოთ­ქმის სურ­ვი­ლი მას შემ­დეგ გა­უმ­ძაფ­რდა, რაც მისი შვი­ლი, დანი, და­ი­ბა­და. და­ნი­ე­ლი ნა­ნ­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვილს 2013 წელს კა­ლათ­ბურ­თელ ირაკ­ლი კე­დი­ას­გან შე­ე­ძი­ნა. წყვი­ლი ახლა და­შო­რე­ბუ­ლია.

"მას შემ­დეგ, რაც შვი­ლი გა­მიჩ­ნდა, სამ­ყა­როს მი­მართ უფრო მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ვიგ­რძე­ნი და გან­სა­კუთ­რე­ბით, შვი­ლის მი­მართ.

ალ­ბათ, ამი­ტო­მაც ვლა­პა­რა­კობ ბევ­რს რა­ღა­ც­ებ­ზე და ვაპ­რო­ტეს­ტებ. მა­ნამ­დეც არ ვი­ყა­ვი ჩუ­მად, თუ რამე არ მომ­წონ­და, მაგ­რამ ბავ­შვის მერე გა­ას­მა­გე­ბუ­ლად და­მე­წყო. მივ­ხვდი, რომ ჩემი ბავ­შვის მო­მა­ვა­ლი და ზო­გა­დად, ახა­ლი თა­ო­ბის მო­მა­ვა­ლი, წყდე­ბა და სი­ჩუ­მე და­ნა­შა­უ­ლია! ეს რომ არ გა­ვა­კე­თო, მერე დანი მოტ­რი­ალ­დე­ბა და მე­ტყვის - "რას აკე­თებ­დი, არ შე­გა­წუ­ხა ამან?!"

ზო­გა­დად, კო­მენ­ტა­რე­ბით დი­დად არ ვინ­ტე­რეს­დე­ბი. მივ­ხვდი, რომ არ ვარ ექი­მი. ასე რომ იყოს, დი­აგ­ნო­ზის­თვის, კვლე­ვის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და, რა დო­ნის სი­გი­ჟეს­თან გვაქვს საქ­მე, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი ასე გლან­ძღა­ვენ. მაგ­რამ სჯობს, ასე და­ი­ცა­ლონ ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რცე­ში და გა­რეთ ნაკ­ლე­ბი ზი­ზღით გა­მო­ვიდ­ნენ. მგო­ნია, რომ მე მათ ვეხ­მა­რე­ბი. რო­დე­საც შენი შვი­ლი გა­იზ­რდე­ბა და გკი­თხავს, რას აკე­თებ­დი და "ვტრო­ლა­ობ­დიო", რომ ეტყვი, ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლია, ამით რომ ხარ და­კა­ვე­ბუ­ლი და მეტი საქ­მე რომ არ გაქვს. არ­ცერ­თი ეს ადა­მი­ა­ნი მე არ მიც­ნობს. სა­ო­ცა­რი ცი­ლის­წა­მე­ბე­ბია, ისეთ რა­მე­ებს მაბ­რა­ლე­ბენ, ასე რომ მე­ცხოვ­რა, ალ­ბათ, ახლა ცო­ცხა­ლი არ ვიქ­ნე­ბო­დი." - თქვა მსა­ხი­ობ­მა და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტმა გა­და­ცე­მა­ში "სთო­რი".

მან ასე­ვე, რამ­დე­ნა­დაც შე­ეძ­ლო, ილა­პა­რა­კა გარ­დაც­ვლილ მა­მა­ზე, რო­მე­ლიც აფხა­ზე­თის ომში გმი­რუ­ლად და­ი­ღუ­პა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მან ომში სა­კუ­თა­რი სი­ცოცხ­ლის ფა­სად ბავ­შვი გა­და­არ­ჩი­ნა.

"ვერ ვყვე­ბი ამ თე­მა­ზე, ვფუჭ­დე­ბი... 30 წელი გა­ვი­და და ვერ ვხვდე­ბი, როცა მე­უბ­ნე­ბი­ან, ომი გინ­დაო. ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად მე მინ­და ომი, რად­გან ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი, ეს რა ტკი­ვი­ლია. სა­ში­ნე­ლე­ბა მო­ლო­დი­ნის რე­ჟი­მი... როცა აცი­ლებ, რო­გორ ბრუნ­დე­ბა... მამა ჩემ­ზე პა­ტა­რა იყო, რომ გარ­და­იც­ვა­ლა. ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო, პა­ცი­ფის­ტი და სუ­ლაც არ უნ­დო­და, ვინ­მე მო­ეკ­ლა. ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და. მერე კარ­გა ხანი მისი ფეხ­საც­მე­ლე­ბით დავ­დი­ო­დი..." - ამბობს ნანკა კალატოზიშვილი გადაცემაში "სთორი".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×