დახურვა
სტილი
26.04.2024

ივნისამდე ჯერ კიდევ შორია, თუმცა ქართველი გულშემატკივრისთვის დრო ჩვეულებრივზე სწრაფად გადის, რადგან სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე განუწყვეტლივი ფიქრი ჟამთა სვლას შესამჩნევად აჩქარებს.

ბუნებრივია, ყველას გვაინტერესებს, თუ როგორ გამოვა საქართველოს ნაკრები F ჯგუფში და მოიპოვებს თუ არა ფლეი ოფის საგზურს, თუმცა გვაქვს სხვა ინტრიგებიც: ვინ იქნება "ჯვაროსანთა" საუკეთესო ფეხბურთელი ტურნირზე, ვინ გაიტანს პირველ ქართულ გოლს დიდ საფეხბურთო ფორუმზე, ვინ დაამთავრებს ტურნირს ნაკრების ბომბარდირის სტატუსით.

ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემას ცნობილი სტატისტიკური სააგენტოს სუპერკომპიუტერიც ეცადა. პირველი ვერდიქტი ტურნირზე ვილი სანიოლის გუნდის საუკეთესო "ჯარისკაცს" შეეხება.

საინტერესოა, რომ ალგორითმს არჩევანი ქართველთა მთავარ ვარსკვლავებად მოაზრებულ ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მამარდაშვილზე არ შეუჩერებია. მისი აზრით, "ჯვაროსნებს" გიორგი მიქაუტაძე ულიდერებს.

ბოლოდროინდელ სტატისტიკას თუ გადავავლებთ თვალს, ეს დიდად მოულოდნელი არ უნდა იყოს. გიორგის ლიგა ერთის ბოლო 3 ტურში 5 გოლი აქვს გატანილი და "მეცს" ელიტაში პირადად ტოვებს. არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ ნაკრების წევრთაგან იგი საუკეთესო ფორმაში იმყოფება.

ლიგა ერთის მიმდინარე გათამაშებაში გიორგის 10 გოლი და 3 ასისტი დაუგროვდა. იმედი ვიქონიოთ, რომ წარმატებულ სვლას იგი ევრო 2024-ზეც გააგრძელებს, რისთვისაც მას თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ეროვნულ გუნდთა დამწუხრება მოუწევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×