დახურვა
სტილი
07.04.2022

მსახიობი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველომ ნათელი მხარე უნდა აირჩიოს და პედოფილი დემონების გვერდით არ უნდა დადგეს რუსეთ-უკრაინას შორის დაპირისპირებაში.

„ჩემი შვილი გუშინ დამალობანას მეთამაშებოდა, ვერ ჩუმდება, ხითხითებს. რომ წარმოვიდგინე ბუჩაში და არამარტო, რა დღეში არიან დედები, როგორ გტკივა, როცა უძლური ხარ და ვერაფრით იცავ შენს შვილს. ამ დროს მოდიან დემონები, არარაობები და აცლიან ბავშვებს კბილებს, აუპატიურებენ უმანკო, უდანაშაულო ბავშვებს. აი, მითხარით, როგორ შეიძლება დაგვეძინოს? გაიხსენეთ, უკრაინა ისეთივე დონის ქვეყანაა, უფრო განვითარებულიც და უფრო მდიდარიც, ვიდრე ჩვენ, ხვალ ეს შეიძლება, ვიყოთ ჩვენ… ამაზე თვალის დახუჭვა, ამის გატარება არ შეიძლება!!!!! ამ ომში საჭიროა, ვიყოთ ნათელ მხარეს და ყველგან ვიკივლოთ, ვიწივლოთ ჩვენს პოზიციაზე!!! თუ არ ამოვიღეთ ხმა, არავინ იფიქროს, რომ რუსეთი მეგობარია და ჩვენ არ მოგვადგება. ისტორიას გადახედეთ… და თუ გგონიათ, რომ სიჩუმე და ნეიტრალიტეტი სიმშვიდეს მოგიტანთ, იმაზე იფიქრეთ, გინდათ ეს სიმშვიდე და სისხლისმსმელ პედოფილ დემონებთან მოკავშირეებად ყოფნა???  მე ვირჩევ დასავლეთს, მე ვირჩევ თავისუფლებას, მე ვირჩევ ნათელ მომავალს!!!“, - წერს ნუკი კოშკელიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×