დახურვა
სტილი
13.04.2022

მსახიობი ნანუკა გულუა ორსულობის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ „ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარისტი, ქეთი დევდარიანი წინასწარმეტყველური ტექსტებით გამოირჩევა, – „როგორც კი სცენარში დაწერა დოჩის გათხოვება, მეც მალევე გავთხოვდი. დოჩი მერე მჩხიბავებთან დადიოდა ბავშვის გამო და ცოტა მეშინოდა, მეც იგივე გზა არ გამევლო, მაგრამ გადავრჩი“, დასძენს ნანუკა. ამავე ინტერვიუში ამბობს, რომ დიდი ხნის განმავლობაში პირველად სწორედ ახლა აძლევს თავს უფლებას, ყველაფერი შეჭამოს, ცოტა წონაშიც მოიმატა, მაგრამ ამაზე არ ნერვიულობს, რადგან იცის, როგორ უნდა დაიკლოს წონაში მოკლე პერიოდში.

კითხვაზე, აქვს თუ არა სურვილი, რომ მისი მეუღლე, კახაბერ კაშია მშობიარობას დაესწროს, ნანუკა პასუხობს: „არა. მშობიარობას მეუღლე არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაესწროს! ფიზიოლოგიურად ვაპირებ მშობიარობას და აქედანვე ვეგუები, რომ ამ პროცესში ბევრი სირთულის გადალახვა მომიწევს. კახას ნამდვილად ვერ გავიმეტებ იმისთვის, რომ ამ ყველაფრის მონაწილე გახდეს. მშობიარობას დაესწრება ჩემი ექიმი და, რომელიც მთელი ცხოვრება მამშვიდებს და ჩემი მკურნალია…" - განუცხადა ჟურნალ "სარკეს" ნანუკა გულუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×