დახურვა
სტილი
13.04.2022

ნინი ბადურაშვილი „იმედზე“ ენდოკრინოლოგ ქეთი ასათიანის რუბრიკის სტუმარი გახდა და ისაუბრა იმის შესახებ, როგორ ინარჩუნებს წონას.

„ვფიქრობ, ჩემი წონა მაინც გენეტიკის ამბავია, რადგან სახლში ჭარბწონიანი არავინაა. გარდატეხის ასაკში ცოტა მომატებული ვიყავი, ასეთი გამხდარი არ ვყოფილვარ. სხვათა შორის, არ მოვიქეცი კარგად, რადგან რაციონიდან ამოვიღე პური და ცომეული, რაც ვიცი, რომ არ არის სწორი, ახლა დავიწყე პურის ჭამა, რადგან გავიგე, რომ პური აუცილებელია, განსაკუთრებით, ქალბატონებისთვის. დავიწყე სწორი დაბალანსებული კვება. ვცდილობ, არ ვჭამო ტკბილი, სწრაფი კვების პროდუქცია, ხილსა და ბოსტნეულს ვჭამ და პურს – ზომიერად.

ჩვენს ოჯახში ცხიმიანი საკვები არ კეთდება, ბევრი ხორცი ჩვენთან არ იჭმევა, უფრო მეტად ბოსტნეული. ამ ბოლო დროს კულინარიაში ჩაერთო ეკა და სალათებს გვიკეთებს ხოლმე. თავად ამ  მხრივ ძალიან მონდომებული არ ვარ. სწორი კვების შესახებ ინფორმაციას ხშირად ვეცნობი და ვცდილობ, რომ მეტ-ნაკლებად სწორად ვიკვებო. აღარ მაბედნიერებს პოპულარული საკვები, რომლებიც ძალიან კარგად ვიცით, იმ წამს შეიძლება ბედნიერი ვარ, მაგრამ ზუსტად 10 წუთში აღარ მიხარია. შეიძლება, ფსიქოლოგიური მომენტიცაა, რომ გარკვეულ დისკომფორტს განვიცდი ხოლმე“, - ამბობს ნინი ბადურაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×